კაბიანი "პაბლო ესკობარი" ანუ ვინ არის ბორჯომელი ხათუნა?! - სავარაუდოდ, ის ნარკორეალიზატორთა ჯგუფს თურქეთიდან მართავდა | Allnews.Ge

კაბიანი "პაბლო ესკობარი" ანუ ვინ არის ბორჯომელი ხათუნა?! - სავარაუდოდ, ის ნარკორეალიზატორთა ჯგუფს თურქეთიდან მართავდა

გა­სულ კვი­რას სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და­ნა­შა­უ­ლი გახ­სნეს - ნარ­კო­კარ­ტე­ლის სქე­მა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბი სამი წელი ისე ასა­ღებ­დნენ ნარ­კო­ტი­კებს, რომ მათ კვალს ძა­ლოვ­ნებ­მა ვერ მი­აგ­ნეს. ამ ჯგუფს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ბორ­ჯო­მე­ლი ნარი კა­ჯა­ე­ვა, მეტ­სა­ხე­ლად ხა­თუ­ნა, რო­მელ­მაც თურქ და ბულ­გა­რელ თა­ნამ­ზრახ­ვე­ლებ­თან ერ­თად სა­ერ­თა­შო­რი­სო ნარ­კოქ­სე­ლი შექ­მნა.

სა­ვა­რა­უ­დოდ, ის ჯგუფს თურ­ქე­თი­დან მარ­თავ­და და სა­ქარ­თვე­ლო­დან ნარ­კო­ტი­კე­ბის გა­ყიდ­ვით მი­ღე­ბუ­ლი მი­ლი­ო­ნო­ბით ლარი უპ­რობ­ლე­მოდ გა­ი­ტა­ნეს - ფული თურ­ქეთ­ში ირი­ცხე­ბო­და. ამ პე­რი­ოდ­ში სხვა­დას­ხვა ვა­ლუ­ტა­ში 20-მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი გა­და­ი­რი­ცხა. რო­გორც ირ­კვე­ვა, ჯგუ­ფი შავ ფულს და­უბ­რკო­ლებ­ლად ათეთ­რებ­და, თურ­ქეთ­სა და კვიპ­როს­შიც ყი­დუ­ლობ­დნენ ძვი­რა­დღი­რე­ბულ უძ­რავ ქო­ნე­ბა­სა და ავ­ტო­მო­ბი­ლებს.

ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, ძი­რი­თა­დად, ტრა­ი­ლე­რით შე­მოჰ­ქონ­დათ და აქ აფა­სო­ებ­დნენ. ბოლო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა სა­ხე­ო­ბის ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბას სხვა­დას­ხვა დათ­ქმულ ად­გილ­ზე ათავ­სებ­დნენ. გა­ი­შიფ­რა ასე­ვე ნარ­კო­ტი­კე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­დან შე­მო­სუ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ი­სა და ქვეყ­ნი­დან გა­ტა­ნის გზე­ბიც.

"სხვა­დას­ხვა დრო­სა და ად­გილ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მუ­ლი არი­ან ჯგუ­ფის სამი ხელ­მძღვა­ნე­ლი, ჯგუ­ფის ორი წევ­რი და ე.წ. 16 "დამ­დე­ბი", რო­მელ­თა შო­რის რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, ასე­ვე ბულ­გა­რე­თი­სა და თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან. და­ნა­შა­უ­ლებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩარ­თულ პი­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოჰ­ქონ­დათ გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და ყიდ­დნენ: ჰე­რო­ინს, კო­კა­ინს, "ბუპ­რე­ნორ­ფინს", "მე­ტა­დონს", "მე­ტამ­ფე­ტა­მინს", "ამ­ფე­ტა­მინ­სა" და "მდმას".

რალდებულები­ ნარკოტიკულ საშუალებებს სხვადასხვა ადგილას ე.წ. დადების მეთოდით ასაღებდნენ, ხოლო რეალიზაციით მიღებულ თანხებს ათეთრებდნენ. სამართალდამცავებმა დაკავებულების პირადი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად დიდი ოდენობით სხვადასხვა ნარკოტიკული­ საშუალება,­ ავტომობილები, საბრძოლო მასალა და ცეცხ­ლსასროლი იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ამოღებულია სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალება­ - კომპიუტერული­ ტექ­ნიკა და მობილური ტელეფონები, რისი საშუალებითაც ბრალდებულები ერთმანეთს უკავშირდებოდნენ. ამ სისხლის სამართლის საქმეზე დაიგეგმა და ჩატარდა ყველა საჭირო­ საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება, რამაც პროკურატურას შესაძლებლობა მისცა ორგანიზებული ჯგუფის სრული დანაშაულებრივი ინფრასტრუქტურა გამოევლინა. იდენტიფიცირებულია ყველა ის საბანკო ანგარიში, სადაც ნარკოტიკებით ვაჭრობის შედეგად მიღებული თანხები ირიცხებოდა და მათი წარმომავლობის შესანიღბავად ტრანზაქციები კეთდებოდა. დადგენილია, რომ 2021-2023 წლებში სპეციალურად­ გახსნილ ქართულ საბანკო ანგარიშებზე, ძირითადად სწრაფი გადახდის აპარატების საშუალებით ათასობით ტრანზაქციად ნარკოტიკული საშუალების შემძენებმა ჯამში 15.233.071 ლარი, 2.577.004 აშშ დოლარი და 10.210 ევრო ჩარიცხეს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია რამდენიმე ხერხით ხდებოდა. კერძოდ, თანხის ნაწილი პერიოდულობით პირადი გადარიცხვის დანიშნულებით ირიცხებოდა ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უშუალოდ გამავრცელებელ პირებთან დაკავშირებულ საბანკო და ონლაინტოტალიზატორის ანგარიშებზე. თურქეთის 3 და საქართველოს 13 მოქალაქის, ე.წ. დამდების ანგარიშებზე, ჯამში, 1.251.125 ლარი და 329.750 აშშ დოლარი გადაირიცხა; დანაშაულებრივი­ საქმიანობით მიღებული თანხის დიდი ნაწილი­, გარკვეული პერიოდულობით, წარმოშობის­ წყაროსა და წარმომავლობის შენიღბვის მიზნით, უცხოურ ვალუტაში კონვერტირდებოდა, დროის უმცირეს ინტერვალში ირიცხებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა ანგარიშებზე და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ ორგანიზებულ ჯგუფთან დაკავშირებულ, მათ შორის, ხელმძღვანელ პირთა თურქულ საბანკო დაწესებულებებში გახსნილ ანგარიშებზე. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

myquiz