ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი თითქმის ორჯერ გაიზრდება - რამდენია ქართველ ფეხბურთელს ანაზღაურება? | Allnews.Ge

ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი თითქმის ორჯერ გაიზრდება - რამდენია ქართველ ფეხბურთელს ანაზღაურება?

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ "ნაპოლი" ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

Calciomercato-ს ცნობით, მხარეებმა უკვე მიაღწიეს შეთანხმებას ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე, რომელიც 2028 წლამდე იქნება ძალაში. 22 წლის ფეხბურთელის ხელფასი თითქმის ორჯერ გაიზრდება და წელიწადში 2,5 მილიონ ევროს მიაღწევს.

კვარაცხელიას მოქმედი კონტრაქტი ნაპოლისთან 2027 წლამდეა გათვლილი, ფეხბურთელი ნეაპოლიტანურ კლუბში 2022 წლის ზაფხულში გადავიდა. ახალი კონტრაქტი კი, ახალი პირობებით 1 წლით, 2028 წლამდე ხანგრძლივდება.

მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა გუნდში ყველა ტურნირზე 42 მატჩი ჩაატარა და 14 გოლისა და 17 საგოლე გადაცემის ავტორი გახდა. პორტალი Transfermarkt ფეხბურთელს 85 მილიონ ევროდ აფასებს.

myquiz