"დღეში 20-25 ადამიანს ვმასპინძლობ" - 14 წლის სურამელი ბიჭი, რომელმაც საკუთარი ზოოპარკი გააშენა | Allnews.Ge

"დღეში 20-25 ადამიანს ვმასპინძლობ" - 14 წლის სურამელი ბიჭი, რომელმაც საკუთარი ზოოპარკი გააშენა

თუ სუ­რამ­ში მოხ­ვდე­ბით, აუ­ცი­ლებ­ლად შე­ი­ა­რეთ 14 წლის რე­ზოს ზო­ო­პარკში - ოც­ნე­ბე­ბი რომ სრულ­დე­ბა, სუ­რა­მის მე-2 სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლემ რე­ვაზ აბ­ჟან­და­ძემ კარ­გა ხა­ნია და­ი­ჯე­რა. უკვე 3 თვეა, რაც ის სა­კუ­თა­რი სახ­ლის ეზო­ში, გა­შე­ნე­ბულ ვო­ლი­ე­რებ­ში მო­თავ­სე­ბულ სა­მოც­და­ა­თამ­დე ბი­ნა­დარ­ზე ზრუ­ნავს. მათ შო­რის არი­ან იშ­ვი­ა­თი ჯი­შის ქათ­მე­ბი, ხოხ­ბე­ბი, კურ­დღლე­ბი, ზღარ­ბე­ბი, წყლი­სა თუ ხმე­ლე­თის კუ­ე­ბი.... დიახ, რე­ზოს სა­კუ­თა­რი ზო­ო­პარ­კი აქვს.

რე­ვაზ აბ­ჟან­და­ძე: სუ­რა­მი ტუ­რის­ტუ­ლი ზო­ნაა, ძა­ლი­ან მიყ­ვარს, იმი­ტომ რომ აქ და­ვი­ბა­დე, გა­ვი­ზარ­დე და სხვა­გან ცხოვ­რე­ბას არც ვა­პი­რებ. აქ რომ ჩა­მო­დი­ან დამ­სვე­ნებ­ლე­ბი, ნა­ხუ­ლო­ბენ სუ­რა­მის ცი­ხეს, ცენ­ტრში და­ის­ვე­ნე­ბენ, ტბა­ზე წავ­ლენ, ითევ­ზა­ვე­ბენ, ლე­სია უკ­რა­ინ­კას მუ­ზე­უმს და­ათ­ვა­ლი­ე­რე­ბენ, ნაძვნარ­ში გა­ი­სე­ირ­ნე­ბენ... სულ მინ­დო­და კი­დევ ისე­თი სივ­რცე შე­მექ­მნა, სა­დაც დამ­სვე­ნე­ბე­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბით მო­ვი­დო­და. ჰოდა მა­შინ გა­ვი­ფიქ­რე, მოდი გა­ვა­კე­თოთ ზო­ო­პარ­კი. იმ დღი­დან სულ ამა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი. სახ­ლში იცოდ­ნენ ჩემი ოც­ნე­ბის შე­სა­ხებ და მთელ­მა ოჯახ­მა ერ­თად და­ვი­წყეთ ზრუნ­ვა, რომ ჩემი ოც­ნე­ბა რე­ა­ლო­ბად გვექ­ცია... მერე მე­გობ­რე­ბიც შე­მო­მი­ერ­თდნენ და შე­დე­გი სა­ხე­ზეა.

ხოხ­ბე­ბი მე და მა­მამ ქა­რე­ლი­დან მო­ვიყ­ვა­ნეთ. აი, ეს ქო­ჩო­რა ქათ­მე­ბი ეს­პა­ნუ­რი პა­დუ­ა­ნე­ბია, ეს ფუმ­ფუ­ლე­ბი კი, დინ­ჯად რომ და­ა­ბი­ჯე­ბენ, ფრან­გუ­ლი აბ­რე­შუ­მე­ბია, დე­დალ-მა­მა­ლი ხმე­ლე­თის კუ ოსი­ა­უ­რი­დან მო­ვაბ­რძა­ნეთ.. მოკ­ლედ, ასე თვალ­სა და ხელს შუა, გა­ივ­სო ჩვე­ნი ვო­ლი­ე­რე­ბი და ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი ვარ ამით. ჰო, კი­დევ კო­კის­პა­ნი­ე­ლი მყავს ლედი და ლაბ­რა­დო­რი - ბუბუ.

zoo9-45615-1690435349.jpg

- რო­გორ იწყე­ბა შენი დილა?

- ჩემი დი­ლაც და სა­ღა­მოც ამ ცხო­ვე­ლებ­სა და ფრინ­ვე­ლებ­ზე ზრუნ­ვით იწყე­ბა და მთავ­რდე­ბა. ვაჭ­მევ, ვო­ლი­ე­რებს ვუ­სუფ­თა­ვებ, ქვი­შას ვუც­ვლი, ბა­ლა­ხი მო­მაქვს, საქ­მეს რა გა­მო­ლევს, მაგ­რამ სულ არ მე­ზა­რე­ბა, პი­რი­ქით, მსი­ა­მოვ­ნებს აქ ფუს­ფუ­სი. ახლა მინ­და ფრან­გუ­ლი “მა­რან­სის” ჯი­შის ქათ­მე­ბი შე­ვი­ძი­ნო, რომ­ლე­ბიც შო­კო­ლა­დის­ფერ კვერ­ცხებს დე­ბენ. ნაც­რის­ფე­რი მა­რან­სი დებს ყვე­ლა­ზე მუქ ყა­ვის­ფერ კვერ­ცხს, შავი - შე­და­რე­ბით ღიას, დიდი იმე­დი მაქვს, ორი­ვე მათ­განს იხი­ლავთ უახ­ლო­ეს ხან­ში ჩემს ვო­ლი­ე­რებ­ში. სა­ერ­თოდ, სა­ნამ რო­მე­ლი­მე სა­ხე­ო­ბის ცხო­ველს ან ფრინ­ველს მო­ვიყ­ვან, მას­ზე უამ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვეც­ნო­ბი, რომ კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მო შე­ვუქ­მნა ჩემს ზო­ო­პარკში.

ku-45680-1690435361.png

- ხალ­ხმა რო­გორ გა­ი­გო შენი ზო­ო­პარ­კის შე­სა­ხებ?

- აბ­რე­ბი გა­მო­ვა­კა­რი სუ­რამ­ში წარ­წე­რით - "ცხო­ვე­ლე­ბის გა­მო­ფე­ნა- ზო­ო­პარ­კი" და ქვე­მოთ ჩემი მი­სა­მარ­თი, ვი­დე­ორ­გო­ლიც ჩავ­წე­რე... ჩემ­მა გათ­ვლებ­მა გა­ა­მარ­თლა - დღე­ში 20-25 ადა­მი­ანს ვმას­პინ­ძლობ. უმ­თავ­რე­სად ბავ­შვი­ა­ნი დამ­სვე­ნებ­ლე­ბი მო­დი­ან ხოლ­მე. მოს­წონთ აქა­უ­რო­ბა. ზოგი ამ­ბობს, პა­ტა­რა ზო­ო­პარ­კი­აო. შემ­დეგ წელს უფრო მეტი ცხო­ვე­ლი მე­ყო­ლე­ბა. ვო­ლი­ე­რებს და­ვა­მა­ტებ, თუ­თი­ყუ­შე­ბი უნდა შე­ვი­ძი­ნო, მტრე­დე­ბი, ერ­თმა კაც­მა ვირი გა­მო­მიგ­ზავ­ნა, რო­მე­ლიც უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში და­ბი­ნავ­დე­ბა ჩემს ზო­ო­პარკში. ალ­ბათ, ლურ­ჯას და­ვარ­ქმევ. ხალ­ხის ინ­ტე­რე­სი იმ­ხე­ლაა, რომ ეს სტი­მულს მმა­ტებს, უფრო მეტი რამ მო­ვი­ფიქ­რო და შევ­ძი­ნო ჩემს ზო­ო­პარკს. გუ­შინ ერ­თმა ქალ­მა მი­თხრა, ჩემ­მა შვი­ლებ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შენი ვი­დეო ნა­ხეს და აღარ მო­მას­ვე­ნეს, სა­ნამ არ მო­ი­ნა­ხუ­ლეს შენი ზო­ო­პარ­კიო. იცით, რო­გორ მე­სი­ა­მოვ­ნა... იხილეთ სრულად

myquiz