"სააკაშვილი განიხილებოდა დაზვერვის თანამშრომლად. მასა და პოროშენკოსთან უკრაინული სპეცსამსახურები მუშაობდნენ" - სკანდალური ინტერვიუ უკრაინის დაზვერვის ყოფილ შეფთან | Allnews.Ge

"სააკაშვილი განიხილებოდა დაზვერვის თანამშრომლად. მასა და პოროშენკოსთან უკრაინული სპეცსამსახურები მუშაობდნენ" - სკანდალური ინტერვიუ უკრაინის დაზვერვის ყოფილ შეფთან

უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე, არ­მი­ის გე­ნე­რა­ლი, ნი­კო­ლაი მა­ლო­მუ­ჟი "კვი­რის პა­ლიტ­რას" უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ა­ზე, საბ­ჭო­თა კა-გე-ბეს მუ­შა­ო­ბის პრინ­ცი­პებ­სა და სხვა თე­მებ­ზე ესა­უბ­რა.

მა­ლო­მუ­ჟი 1980-იანი წლე­ბი­დან მუ­შა­ობ­დით სსრკ-ისა და უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის ორ­გა­ნო­ებ­ში. ამას­თან, 80-იანი წლე­ბის მი­წუ­რულს კი­ე­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სწავ­ლობ­და, უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კუ­რა­ტო­რი იყო და პერ­სპექ­ტი­უ­ლი კად­რე­ბის შერ­ჩე­ვა­ზე მუ­შა­ობ­და.

გთა­ვა­ზობთ ნა­წყვეტს ინ­ტერ­ვი­უ­დან, რო­მელ­შიც ნი­კო­ლაი მა­ლო­მუ­ჟი სწო­რედ ამ პე­რი­ოდს იხ­სე­ნებს:- სხვა თე­მა­ზეც გკი­თხავთ - 1980-იანი წლე­ბი­დან მუ­შა­ობ­დით სსრკ-ისა და უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის ორ­გა­ნო­ებ­ში, 1997-1998 წლებ­ში იყა­ვით უკ­რა­ი­ნის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ეროვ­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის დაც­ვის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი. 80-იანი წლე­ბის მი­წუ­რულს კი­ე­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სწავ­ლობ­და, უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კუ­რა­ტო­რი იყა­ვით და პერ­სპექ­ტი­უ­ლი კად­რე­ბის შერ­ჩე­ვა­ზე მუ­შა­ობ­დით. თქვენს სი­ა­ში ის რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით მოხ­ვდა?

- მხო­ლოდ კი­ევ­ში არა, მა­შინ წამ­ყვან უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში ყო­ველ­თვის იყო უშიშ­რო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა ახა­ლი კად­რე­ბის შე­სარ­ჩე­ვად. ტა­რას შევ­ჩენ­კოს სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი საბ­ჭო­თა სივ­რცე­ში ძა­ლი­ან მა­ღა­ლი რე­პუ­ტა­ცი­ით სარ­გებ­ლობ­და. რად­გან სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და სხვა ფა­კულ­ტე­ტე­ბი ჰქონ­და, იქ 102 ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ირი­ცხე­ბო­და, მხო­ლოდ სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი რეს­პუბ­ლი­კე­ბი­დან კი არა, ამე­რი­კის, ევ­რო­პის, აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ის ქვეყ­ნე­ბი­დან, მთლი­ა­ნო­ბა­ში, 2500-მდე სტუ­დენ­ტი, მა­გის­ტრან­ტი და ას­პი­რან­ტი, რაც ძა­ლი­ან კარ­გი ბაზა იყო დაზ­ვერ­ვი­სა და კონ­ტრდაზ­ვერ­ვის კად­რე­ბის შე­სარ­ჩე­ვად. მათ უნდა ჰქო­ნო­დათ გა­მორ­ჩე­უ­ლი, მრა­ვალ­მხრი­ვი უნა­რე­ბი, ორა­ტო­რუ­ლი ნიჭი, სი­ტუ­ა­ცი­ის სწრა­ფად შე­ფა­სე­ბის, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის უნა­რი. სრულ­ყო­ფი­ლად სცოდ­ნო­დათ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თა­ლი, აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო, სულ ცოტა, ორი ენის ფლო­ბა, რათა უცხო­ეთ­ში მივ­ლი­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში თა­ვი­სუფ­ლად ემოქ­მე­დათ. თუმ­ცა მა­ნამ­დე მრა­ვალ­მხრივ შე­მოწ­მე­ბას გა­დი­ოდ­ნენ, სა­მე­დი­ცი­ნოს, ფსი­ქო­ლო­გი­ურს და ა.შ. საბ­ჭო­თა სის­ტე­მას თა­ვი­სი კად­რე­ბის სრუ­ლი ნდო­ბა უნდა ჰქო­ნო­და, ძა­ლი­ან დიდ შრო­მას დებ­და მათ­ში. მხო­ლოდ ინ­ფორ­მა­ცი­ის მოგ­რო­ვე­ბა ან სხვა მსგავ­სი და­ვა­ლე­ბა კი არა, უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ვა­ლე­ბე­ბიც ჰქონ­დათ, მა­გა­ლი­თად, თა­ვი­ანთ ქვეყ­ნებ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი, ლი­დე­რო­ბა და სხვ... ამი­ტომ კად­რი სის­ტე­მა­ზე სრუ­ლად იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ჩვენ დაზ­ვერ­ვი­სა და კონ­ტრდაზ­ვერ­ვის კად­რე­ბის შერ­ჩე­ვა გვე­ვა­ლე­ბო­და. ამ სი­ა­ში აღ­მოჩ­ნდნენ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და პეტ­რო პო­რო­შენ­კო. სი­მარ­თლე გი­თხრათ, საბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბი­დან დიდი არ­ჩე­ვა­ნი არ იყო, გან­სხვა­ვე­ბით, უცხო­ე­თის ქვეყ­ნე­ბი­დან, არა­და, დაზ­ვერ­ვის კად­რე­ბი რეს­პუბ­ლი­კებ­შიც სა­ჭი­რო იყო. იმ ეტაპ­ზე ისი­ნი დაზ­ვერ­ვის მე­თო­დო­ლო­გი­ას, სპე­ცი­ფი­კას სწავ­ლობ­დნენ. მა­ღა­ლი გა­ნათ­ლე­ბა მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა იყო. ყვე­ლა მზვე­რა­ვი ვერ ხდე­ბო­და, ანუ ამ უნა­რებს ყვე­ლა ვერ ავი­თა­რებ­და. ამი­ტომ კად­რე­ბის შერ­ჩე­ვა, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მი­ხედ­ვით ხდე­ბო­და. საბ­ჭო­თა წლებ­ში ყვე­ლა სტუ­დენტს ვსწავ­ლობ­დით, ნა­წი­ლი ვერ გახ­და მზვე­რა­ვი, ამი­ტო­მაც სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვიდ­ნენ, ზოგი შე­ი­ხი გახ­და, ზო­გიც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ან პრე­ზი­დენ­ტი...

- მა­გა­ლი­თად, სა­ა­კაშ­ვი­ლი და პო­რო­შენ­კო?

- სა­ა­კაშ­ვილს სხვა მო­ცე­მუ­ლო­ბა ჰქონ­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა პრო­ცე­სებ­მა შე­უ­შა­ლა ხელი, თან სა­ა­კაშ­ვი­ლი და პეტ­რო პო­რო­შენ­კო იმ პე­რი­ოდ­ში სწავ­ლობ­დნენ, რო­დე­საც უკვე საბ­ჭო­თა სის­ტე­მა მორ­ყე­უ­ლი იყო, გორ­ბა­ჩოვ­მა პე­რესტრო­ი­კა გა­მო­ა­ცხა­და, რა­საც რეს­პუბ­ლი­კებ­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვი­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის სურ­ვი­ლის ამო­ხეთ­ქა მოჰ­ყვა... თუმ­ცა, დიახ, სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­ნი­ხი­ლე­ბო­და დაზ­ვერ­ვის მო­მა­ვალ თა­ნამ­შრომ­ლად. მასა და პო­რო­შენ­კოს­თან უკ­რა­ი­ნუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი მუ­შა­ობ­დნენ, რომ­ლე­ბიც კა-გე-ბეს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბოდ­ნენ. ეს იყო სა­ბა­ზი­სო ეტა­პი. რო­გორც ვთქვი, საბ­ჭო­თა კავ­ში­რი დაშ­ლის პი­რას იყო, ამი­ტო­მაც ისი­ნი უკ­რა­ი­ნის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა გა­და­ი­ბა­რა. სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­სა­უბ­რე­ბა გა­ი­ა­რა, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მი­ი­ღო და სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ემ­გზავ­რა, თუმ­ცა იქ უკვე არე­უ­ლო­ბა იყო და­წყე­ბუ­ლი. ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია და მისი მომ­ხრე­ე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­სას­ვლე­ლად ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ... წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

myquiz