სკანდალები, ვილა მცხეთაში, დიდი ვენახი და მდიდრული მოგზაურობა შვილებთან ერთად: როგორ ცხოვრობს დავით ბაგრატიონი | Allnews.Ge

სკანდალები, ვილა მცხეთაში, დიდი ვენახი და მდიდრული მოგზაურობა შვილებთან ერთად: როგორ ცხოვრობს დავით ბაგრატიონი

2009 წლის 8 თე­ბერ­ვალს, და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ხსე­ნე­ბის დღეს, წმინ­და სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ მუხ­რა­ნელ­მა და ანა ბაგ­რა­ტი­ონ­მა ჯვა­რი და­ი­წე­რეს. სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ეს ქორ­წი­ნე­ბა პატ­რი­არ­ქის ოცი წლის ოც­ნე­ბა იყო. მე­დი­ა­ში აქ­ტი­უ­რად წერ­დნენ, რომ ეკ­ლე­სი­ას სურ­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ნარ­ქი­ის აღ­დგე­ნა, რაც ბაგ­რა­ტო­ვან­თა ორი შტოს და­კავ­ში­რე­ბი­თა და მემ­კვიდ­რის და­ბა­დე­ბით გახ­დე­ბო­და შე­საძ­ლე­ბე­ლი.

snapinstaapp-248419505-252922666684395-5495718880347338872-n-1080-68849-1690055871.jpg

და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ მუხ­რა­ნე­ლი

მოგ­ვი­ა­ნე­ბით წყვილ­მა ცხოვ­რე­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ გა­აგ­რძე­ლა, მაგ­რამ მალე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ანა­სა და და­ვი­თის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ბზა­რი გაჩ­ნდა და ისი­ნი ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ. მი­ზე­ზი კი შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლის სკან­და­ლუ­რი აღი­ა­რე­ბა გახ­და. ქალ­მა მე­დი­ა­ში გა­ნა­ცხა­და, რომ მას და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ­თან რო­მა­ნი ჰქონ­და.

ანას პირ­ვე­ლი ქმრის­გან ორი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს, და­ვი­თის­თვის კი ეს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბა იყო.

bagrationi-68028-1690055906.jpg

და­ვი­თი­სა და ანას ჯვრის­წე­რა

გა­ვი­და დრო და სა­მე­ფო წყვი­ლი შე­რიგ­და. შემ­დეგ კი გი­ორ­გი ბაგ­რა­ტი­ონ-ბაგ­რა­ტი­ო­ნი და­ი­ბა­და, რო­მე­ლიც 2013 წლის 3 ნო­ემ­ბერს მო­ნათ­ლეს და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ილია მე­ო­რემ ბაგ­რა­ტი­ონ­თა დი­ნას­ტი­ის მემ­კვიდ­რედ გა­მო­ა­ცხა­და.

გი­ორ­გი ბაგ­რა­ტი­ონ-ბაგ­რა­ტი­ო­ნი 2011 წლის 27 სექ­ტემ­ბერს, მად­რიდ­ში და­ი­ბა­და. ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბი მემ­კვიდ­რის და­ბა­დე­ბას დიდი სი­ხა­რუ­ლით შეხ­ვდნენ. ბავ­შვის და­ბა­დე­ბით სა­მუ­და­მოდ შე­იკ­რა ბაგ­რა­ტი­ონ­თა ორი შტო - გრუ­ზინ­სკე­ბი და მუხ­რა­ნე­ლე­ბი. ამი­ტო­მაც ატა­რებს პა­ტა­რა გი­ორ­გი გვარს - ბაგ­რა­ტი­ონ-ბაგ­რა­ტი­ო­ნი.

გი­ორ­გის ნათ­ლო­ბამემ­კვიდ­რის და­ბა­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ოჯა­ხუ­რი ბედ­ნი­ე­რე­ბა დიდ­ხანს არ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლა და ანა და და­ვი­თი სა­ბო­ლო­ოდ ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ.

სკან­და­ლუ­რი სა­სა­მარ­თლოგან­ქორ­წი­ნე­ბის საქ­მე 2019 წელს სა­სა­მარ­თლო­ში გაგ­რძელ­და. ქო­ნე­ბის გა­ყო­ფის გარ­და, ანა ბაგ­რა­ტი­ო­ნი ყო­ფილ მე­უღ­ლეს ძა­ლა­დო­ბა­ში სდებ­და ბრალს. ქა­ლის ად­ვო­კა­ტი მე­დი­ას­თან ამ­ბობ­და, რომ 2014 წელს სა­გუ­რა­მო­ში და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნელ­მა ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკი­ზე იძა­ლა­და, როცა ისი­ნი არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2012 წელს და­შო­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი სა­გუ­რა­მო­ში ბავ­შვთან ერ­თად ყო­ველ კვი­რას ჩა­დი­ო­და. "მათ და­რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი ჰქონ­დათ ბავ­შვის ნახ­ვის დღე­ე­ბი, შე­ა­სა­ბა­მი­სად, პა­რას­კე­ვი, შა­ბა­თი და კვი­რა სა­გუ­რა­მო­ში ბავ­შვთან ერ­თად სის­ტე­მა­ტუ­რად ჩა­დი­ო­და ბავ­შვის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

screenshot-3-68429-1690055931.jpg

და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლის ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, გარ­და ძა­ლა­დო­ბი­სა, რო­მელ­საც და­ვი­თი უარ­ყოფ­და, სა­და­ვო გახ­ლდათ სამი ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მე­ლიც თა­ნა­ცხოვ­რე­ბის დროს იყო შე­ძე­ნი­ლი - "მერ­სე­დეს კი­ე­ლი“, "პორ­შე კა­ი­ა­ნია" და "ბე­ემ­ვე იქს 5″. ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი ქო­ნე­ბის დათ­მო­ბას არ აპი­რებ­და.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, "მერ­სე­დეს ჯი­ე­ლის“ სა­ფა­სუ­რის ნა­ხე­ვა­რი, 15 000 ლარი ანა ბაგ­რა­ტი­ონს უნდა ანა­ზღა­უ­რე­ბო­და, "ბმვ იქს 5“ დარ­ჩე­ბო­და და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მხრა­ნელს, თუმ­ცა გან­ბა­ჟე­ბის თან­ხა, რო­მე­ლიც ანა ბაგ­რა­ტი­ონ­მა გა­და­ი­ხა­და, მის­თვის უნდა აე­ნა­ზღა­უ­რე­ბი­ნა. "პორ­შე კა­ი­ა­ნის“ ღი­რე­ბუ­ლე­ბა კი, მხა­რე­ებს უნდა გა­ე­ნა­წი­ლე­ბი­ნათ. იხილეთ სრულად

myquiz