ცხიმგროვები თვალის არეში, სიშავე მუხლების, იდაყვისა და იღლიის მიდამოში... - რა დაავადებებზე შეიძლება მიუთითებდეს კანზე არსებული დაზიანებები? | Allnews.Ge

ცხიმგროვები თვალის არეში, სიშავე მუხლების, იდაყვისა და იღლიის მიდამოში... - რა დაავადებებზე შეიძლება მიუთითებდეს კანზე არსებული დაზიანებები?

კანზე არსებული სხვადასხვა ნიშნითა და ზოგადი მდგომარეობით ადამიანს შეუძლია, დაახლოებით განსაზღვროს, ჯანმრთელობის რა პრობლემები აქვს. ზაზა თელია გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" რამდენიმე გავრცელებულ დერმატოლოგიურ პრობლემას განიხილავს და აღნიშნავს, რაზე შეიძლება მეტყველებდეს ხელის მტევნებზე, სახესა თუ სხეულის სხვა ნაწილზე გამონაყარი და დაზიანება:

- ე.წ. დოლისჯოხისებრი თითები შეიძლება, სხვადასხვა დაავადების შედეგი იყოს. გამომწვევი შესაძლოა, ინფექციური ენდოკარდიტი, ანუ გულის ინფექციური დაავადება იყოს. ასევე, ფილტვის დაავადებები, ცისტური ფიბროზი და ასე შემდეგ. მსგავსი დაავადებების დროს პაციენტს სხვადასხვა ჩივილი აქვს და ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი დოლისჯოხისებრი თითებია. ამიტომ, სპეციალისტთან კონსულტაცია აუცილებელია. ხელის მტევანი დეფორმაციას ინდივიდუალურ დროში განიცდის- შესაძლოა, 1 კვირა დასჭირდეს, 1 თვე და ასე შემდეგ.

screenshot-20230707-145249-facebook-1688728200-1689929913.jpg

თვალის კუთხეებში ქსანთელაზმები, ყვითელი ფერის ბრტყელი ცხიმგროვები ბევრს აწუხებს. ეს შესაძლოა, ქოლესტერინის დარღვევით იყოს განპირობებული. კერძოდ კი, ადამიანის ორგანიზმში ქოლესტერინის დონის მომატებას უკავშირდებოდეს. ამიტომ, როდესაც ქსანთელაზმა გვხვდება, პაციენტს უნდა ვურჩიოთ, რომ ქოლესტერინის დონე გამოიკვლიოს.

screenshot-20230707-145353-facebook-1688728335-1689929934.jpg

სარკოიდოზი - ეს არის სისტემური ანთებითი დაავადება, როდესაც გრანულომატოზური ქსოვილების ჩალაგება სხვადასხვა ადგილში ხდება. სარკოიდოზი ყველაზე ხშირად ფილტვს აზიანებს. თუ ადამიანს მსგავსი ტიპის გამონაყარი აქვს, გულ-ფილტვის, გულმკერდის რენტგენოგრაფიის გაკეთებაა რეკომენდებული. სარკოიდოზი კანის სხვა დაავადებებს ძალიან ჰგავს. ამ შემთხვევაში, სწორ გამოკვლევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. იხილეთ სრულად

myquiz