რა გემუქრებათ, თუ შვებულებაში არ წახვალთ? | Allnews.Ge

რა გემუქრებათ, თუ შვებულებაში არ წახვალთ?

სხეულმა არ იცის რა არის ცნება "შვებულება". მაგრამ ჩვენმა სხეულმა კარგად იცის რა არის გადაჭარბებული დატვირთვა, რომელიც ჩვეულებრივ გამოიხატება გადაღლაში.

ქრონიკული გადატვირთვისა და დასვენების ნაკლებობის მთავარი შედეგია სტრესი. ფიზიოლოგიურად, ორგანიზმში სტრესი იწვევს კორტიზოლის, ჰორმონის გამომუშავებას, რომელიც გავლენას ახდენს სხეულის ბევრ სისტემაზე.

კვლევებმა აჩვენა, რომ ქრონიკული გადატვირთული სამუშაო და სათანადო დასვენების ნაკლებობა დაკავშირებულია არტერიულ წნევასთან, გულის კორონარული დაავადების განვითარებასთან, რაც გამოიხატება მკერდის უკან ზეწოლის შეგრძნებით, სუნთქვის გაძნელებით სტრესის დროს ან მაღალი ფიზიკური აქტივობის დროს და ნებისმიერი ვარჯიშისადმი ტოლერანტობის დაქვეითებით, ასევე ინსულტის ან გულის შეტევის მაღალი რისკით.

დამკვერლურად მომუშავეები უფრო ხშირად არაჯანსაღად იკვებებიან და მიდრეკილნი არიან სწრაფი კვების მოხმარებისაკენ, რაც დაკავშირებულია მეტაბოლურ პრობლემებთან, როგორიცაა ჭარბი წონა, პრედიაბეტი და დიაბეტი.

ქრონიკული გადაჭარბებული სამუშაო ასევე იწვევს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს. იხილეთ სრულად

myquiz