"ბათუმში საშინელება ხდება. ახლახან ვიყავი და გული გამისკდა... თან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ კანონი რუსეთის მოქალაქეების მიმართ უფრო შემწყნარებელია..." - ექსპერტი | Allnews.Ge

"ბათუმში საშინელება ხდება. ახლახან ვიყავი და გული გამისკდა... თან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ კანონი რუსეთის მოქალაქეების მიმართ უფრო შემწყნარებელია..." - ექსპერტი

"თბი­ლის­ში რუ­სე­ბის­თვის ახა­ლი სატ­რან­ზი­ტო ჰაბი იქ­მნე­ბა, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც ევ­რო­პა­ში ფრე­ნა გახ­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი“, - ამის შე­სა­ხებ RBC-ს ვნუ­კო­ვო­სა და აზი­მუ­ტის ავი­ა­ხა­ზე­ბის თა­ნამ­ფლო­ბელ­მა, ვი­ტა­ლი ვან­ცევ­მა გა­სულ კვი­რას გა­ნუ­ცხა­და. "ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბი Georgian Airways-დან რუსი მგზავ­რე­ბის­თვის ტრან­ზი­ტის თვალ­საზ­რი­სით, კარგ შე­თა­ვა­ზე­ბებს აკე­თე­ბენ, ხსნი­ან ფრე­ნებს ევ­რო­პა­ში - პა­რიზ­ში, ნი­ცა­ში და რომ­ში, სა­დაც პირ­და­პი­რი რე­ი­სე­ბი ახლა და­კე­ტი­ლია. შე­დე­გად, რუ­სე­ბი მი­ი­ღე­ბენ მე­ო­თხე კარგ სატ­რან­ზი­ტო ჰაბს თბი­ლის­ში სტამ­ბო­ლის, ერევ­ნი­სა და ბა­ქოს შემ­დეგ“, - გა­ნა­ცხა­და ვან­ცევ­მა.

"თურ­ქეთ-რუ­სეთს შო­რის დღე­ში და­ახ­ლო­ე­ბით, 100 პირ­და­პი­რი რე­ი­სი სრულ­დე­ბა, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შემ­თხვე­ვა­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 25 და სომ­ხე­თის შემ­თხვე­ვა­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 25, ჯამ­ში - 150. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, დღე­ში სრულ­დე­ბა 5 რე­ი­სი. თა­ვა­დაც შე­გიძ­ლი­ათ გან­სა­ჯოთ, რა მას­შტა­ბებ­ზეა სა­უ­ბა­რი და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო გახ­დეს რის­კე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი?!" - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ვან­ცე­ვის გან­ცხა­დე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას. ცნო­ბის­თვის, პირ­და­პი­რი ავი­ა­მი­მოს­ვლა სა­ქარ­თვე­ლოს­თან რუ­სეთ­მა 2019 წელს ცნო­ბი­ლი საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლე­ბის შემ­დეგ აკ­რძა­ლა, რაც რუ­სე­თის დუ­მის წარ­მო­მად­გენ­ლის, სერ­გეი გავ­რი­ლო­ვის სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის სპი­კე­რის სა­ვარ­ძელ­ში ნახ­ვას მოჰ­ყვა. სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბის შემ­დეგ კი ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა აკ­რძალ­ვა 2023 წლის 15 მა­ისს გა­ა­უქ­მა და და­უშ­ვა ავი­ა­მი­მოს­ვლა, ამა­ვე დღეს გა­ა­უქ­მა სა­ვი­ზო რე­ჟი­მიც.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გა­სულ კვი­რას კი­დევ ერ­თმა რუ­სულ­მა კომ­პა­ნი­ამ და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბით ფრე­ნა. ამ პრო­ცე­სებ­ზე გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ექ­სპერ­ტმა სან­დრო თვა­ლჭ­რე­ლი­ძემ ისა­უბ­რა. გთავ­ზა­ობთ ამო­ნარდს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- გმად­ლობთ ამ კი­თხვის­თვის. ეს არის სა­კი­თხი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მა­წუ­ხებს. მი­მაჩ­ნია, რომ მკვეთ­რად უნდა შე­ი­ზღუ­დოს ქვე­ყა­ნა­ში რუ­სე­ბის შე­მოს­ვლა. თბი­ლის­ში ეგე­ნი დი­დად ვერ ხა­რო­ბენ, აქ აშ­კა­რად კუდი აქვთ მოჭ­რი­ლი, მაგ­რამ ბა­თუმ­ში სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბა. ახ­ლა­ხან ვი­ყა­ვი და გული გა­მის­კდა იმით, რაც იქ ვნა­ხე, თან ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბა, რომ კა­ნო­ნი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მართ უფრო შემ­წყნა­რე­ბე­ლია, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სად­მი.

ჩვენ თა­ვი­სუ­ფა­ლი ქვე­ყა­ნა ვართ, არ შეგ­ვიძ­ლია სრუ­ლად შევ­ზღუ­დოთ მათი შე­მოს­ვლა, მაგ­რამ სა­ზღვარ­ზე უნდა და­წეს­დეს ძა­ლი­ან მკაც­რი კონ­ტრო­ლი. ვი­ღა­ცე­ბი არ უნდა შე­მო­უშ­ვან და რაც მთა­ვა­რია, სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­ნო­ნი რუ­სე­ბის მი­მართ სრუ­ლი სიმ­კაც­რით უნდა აღ­სრულ­დეს.

ვგუ­ლის­ხმობ იმას, რომ ბევ­რი კონ­ფლიქ­ტი ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს და რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის. მა­გა­ლი­თად, შე­სახ­ლდე­ბი­ან სახ­ლში, არ უხ­დი­ან ფულს მე­პატ­რო­ნეს და არც ბი­ნას ცლი­ან. პო­ლი­ცია მათ არ ასახ­ლებს, მა­შინ, რო­დე­საც ლტოლ­ვი­ლებს ხში­რად 24 სა­ათ­ში უბი­ნა­ოდ ტო­ვე­ბენ ხოლ­მე. რუ­სებ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა იგ­რძნონ, რომ არა­კე­თილ­მო­სურ­ნე ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არი­ან. თბი­ლის­ში ამას გრძნო­ბენ, თუმ­ცა მიკ­ვირს რიგი ქარ­თვე­ლე­ბის, მათ შო­რის აჭარ­ლე­ბის, ასე რომ უხა­რი­ათ მათი ჩა­მოს­ვლა და ამ­ბო­ბენ, ისი­ნი უფრო ბევრ ფულს ხარ­ჯა­ვენ, ვიდ­რე ქარ­თვე­ლე­ბიო. ასე ფიქ­რი და მოქ­ცე­ვა ჩემ­თვის ყოვ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია. ამ­გვარ­მა მიდ­გო­მამ შე­იძ­ლე­ბა დაგვღუ­პოს. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

myquiz