პრინცი ჰარი და მეგან მარკლი შორდებიან? - "ამბობენ, ჰარი უკვე ცოლ-შვილისგან განცალკევებით ცხოვრობს" | Allnews.Ge

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი შორდებიან? - "ამბობენ, ჰარი უკვე ცოლ-შვილისგან განცალკევებით ცხოვრობს"

უცხოური ყვითელი პრესა პრინც ჰარისა და მეგან მარკლის შესაძლო განქორწინებაზე წერს. პრესა წერს, რომ მათი ქორწინება დანგრევის პირასაა. სავარაუდოდ, დიდი ბრიტანეთის უმცროს მემკვიდრეს სამეფო ოჯახთან მშვიდობის დამყარება სურს, ცოლი კი ამის კატეგორიული წინააღმდეგია. სამშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია დიდ დროს ატარებენ ცალ-ცალკე, რათა ერთმანეთს ურთიერთობის გამოსასწორებლად დრო მისცენ . "ცდილობენ გაარკვიონ, რა ანგრევს მათ ოჯახს ყველაზე მეტად. ჰარი ვერ „ ჯდება“ მეგანის უგემოვნი სამყაროში“, - განუცხადა RadarOnline-ს წყარომ. მაგრამ ანონიმური წყარო Page Six-თან ინტერვიუში ირწმუნება, რომ ჭორები გაზვიადებულია.

გასული წელი წყვილისთვის მართლაც რთული იყო. ოპრა უინფრისთან პირველი სკანდალური ინტერვიუს შემდეგ, თითქოს ყველაფერი დაწყნარდა, მაგრამ ამას Netflix-ის დოკუმენტური ფილმი მოჰყვა, ასევე ჰარის მოგონებები და Spotify პოდკასტი, რისთვისაც წყვილმა 30 მილიონი ფუნტი მიიღო და ჯერაც არ შეუსრულებიათ ბოლომდე თანხის შესაბამისი პირობა. ამავდროულად, მეუღლეების გულახდილობამ ბევრი ნეგატივი გამოიწვია, რამაც არა მხოლოდ სამეფო ოჯახი, მოქალაქეებიც დაუპირისპირა ჰარის და მეგანს.

უახლოეს მომავალში პრინცი ჰარი აფრიკაში მიემგზავრება, რომელიც, მისი თქმით, თავის მეორე სახლია და ამ მატერიკზე "ყველაზე მეტად ჰგავს საკუთარ თავს". ასევე ამტკიცებენ, რომ სამეფო მემკვიდრემ შესაძლოა მარტოდ გადაიღოს ახალი ფილმი Netflix-ისთვის. იხილეთ სრულად

myquiz