აჭარაში, ორ კვირაში 210-მდე ბიზნესოპერატორი შემოწმდა- რამდენ ობიექტში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა? | Allnews.Ge

აჭარაში, ორ კვირაში 210-მდე ბიზნესოპერატორი შემოწმდა- რამდენ ობიექტში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა?

სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ აჭა­რა­ში, სა­ზღვაო კუ­რორ­ტებ­ზე სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტრო­ლი გა­ა­აქ­ტი­უ­რა, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს.

კომ­პა­ნი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, რო­ტა­ცი­ის პრინ­ცი­პით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი ინ­სპექ­ტი­რე­ბის ჯგუ­ფე­ბი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კვე­ბის ობი­ექ­ტებს ამოწ­მე­ბენ.

"კონ­ტრო­ლის ფარ­გლებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა სამ­ზა­რე­უ­ლო­ებ­ში არ­სე­ბულ სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰი­გი­ე­ნურ მდგო­მა­რე­ო­ბას, ეტი­კე­ტი­რე­ბის წესს, ტემ­პე­რა­ტუ­რულ რე­ჟი­მებ­სა და სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სხვა პა­რა­მეტ­რებს.

აჭა­რის რე­გი­ონ­ში, ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, 210-მდე ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რი შე­მოწ­მდა. კრი­ტი­კუ­ლი შე­უ­სა­ბა­მო­ბა 15 ობი­ექ­ტზე გა­მოვ­ლინ­და, რო­მელ­თაც, ფუ­ლა­დი ჯა­რი­მის გარ­და, შე­უ­სა­ბა­მო­ბე­ბის აღ­მო­ფხვრამ­დე, სა­წარ­მოო პრო­ცე­სი შე­უ­ჩერ­დათ.

სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბა­სა და დამ­სვე­ნებ­ლებს მო­უ­წო­დებს, სურ­სა­თი, არა­ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ვაჭ­რო­ბის პი­რო­ბებ­ში, არ შე­ი­ძი­ნონ. ასე­ვე, ისეთ ობი­ექ­ტებ­ში, სა­დაც სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სტან­დარ­ტე­ბი არ არის და­ცუ­ლი; დარ­ღვე­ვის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში კი, და­უ­კავ­შირ­დნენ ცხელ ხაზს - 1501“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

myquiz