"ეს გადაწყვეტილება თბილისურმა გარემომ მიგვაღებინა" - ცნობილი მომღერალი რაჭაში გადასახლდა | Allnews.Ge

"ეს გადაწყვეტილება თბილისურმა გარემომ მიგვაღებინა" - ცნობილი მომღერალი რაჭაში გადასახლდა

"..ჩვენ­თვის, ქარ­თვე­ლე­ბის­თვის რე­ლი­გი­ა­სა­ვით არის წი­ნაპ­რე­ბის ხსოვ­ნა, მათ მი­მართ კრძალ­ვა და პა­ტი­ვის­ცე­მა... იმა­ზე ლა­მა­ზი რა უნდა იყოს, რო­დე­საც შენ თავს უფ­ლე­ბას არ აძ­ლევ, ეს უსას­რუ­ლო ჯაჭ­ვი ჩა­წყდეს. შენ ამ ჯაჭვს აგ­რძე­ლებ სიყ­ვა­რუ­ლით და კრძალ­ვით" - გვე­უბ­ნე­ბა ნინო ბა­შა­რუ­ლი რა­ჭი­დან, რო­მე­ლიც თა­ვის ცხოვ­რე­ბის ახა­ლი ეტა­პის შე­სა­ხებ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით გვი­ამ­ბობს...

- თბი­ლი­სე­ლი ვარ, დე­დაც თბი­ლი­სე­ლი იყო... რო­დე­საც ჩემი თა­ნა­ტო­ლე­ბი თა­ვი­ანთ სო­ფელ­ზე ნოს­ტალ­გი­ით და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ემო­ცი­ე­ბით სა­უბ­რობ­დნენ, ყო­ველ­თვის მიკ­ვირ­და, ჩემ­თვის უცხო იყო. სოფ­ლის მი­მართ სიყ­ვა­რუ­ლი ოჯა­ხის შექ­მნის შემ­დეგ ჩა­მო­მი­ყა­ლიბ­და, რო­დე­საც ჩემს მე­უღ­ლეს - გელა კა­ცი­ტა­ძეს ცო­ლად გავ­ყე­ვი. მისი სო­ფე­ლი - თლუ­ღი ჩემი სა­კუ­თა­რი სო­ფე­ლი გახ­და. გა­რე­მო, სა­დაც თავს მშვი­დად და სრულ­ყო­ფი­ლად ვგრძნობ­დი...

- თქვე­ნი მე­უღ­ლე სო­ფელს რამ­დე­ნად ხში­რად სტუმ­რობ­და...

- ჩემი მე­უღ­ლე ბავ­შვო­ბა­ში სო­ფელ თლუღ­ში ყო­ველ­თვის ჩა­მო­დი­ო­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ევ­რო­პა­ში ემიგ­რა­ცი­ა­ში იყო, ფაქ­ტობ­რი­ვად 25 წელი წყვე­ტა ჰქონ­და და სო­ფელ­ში არ ყო­ფი­ლა, მისი შე­მოქ­მე­დე­ბის უმ­თავ­რე­სი ნა­წი­ლი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სო­ფელ თლუღ­თან, რა­ჭას­თან... სა­ო­ცა­რი ნოს­ტალ­გი­ით იწე­რე­ბო­და მისი უამ­რა­ვი ლექ­სი - თლუღ­ზე, შა­ორ­ზე, ნი­კორ­წმინ­და­ზე, ნა­ქე­რა­ლა­ზე, მთელს რა­ჭა­ზე... პო­ე­ტია და ფსევ­დო­ნიმ­საც ატა­რებს, რო­გორც - გელა თლუ­ღე­ლი... ბავ­შვო­ბის ამ­ბებს ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სოდ ჰყვე­ბა. რო­დე­საც სა­დი­ლად სუფ­რას მი­ვუს­ხდე­ბით, ბევ­რს იხ­სე­ნებს და მისი შვი­ლე­ბი, ჩვე­ნი სა­ერ­თო შვი­ლიც ფაქ­ტობ­რი­ვად, ამ ის­ტო­რი­ე­ბით სულ­დგმუ­ლო­ბენ...

339283657-1296792307578639-4971578184790909132-n-64320-1689751182.jpg

- თქვენ რამ­დე­ნად ხში­რად გი­წევ­დათ ჩას­ვლა დღემ­დე?

- ზა­ფხუ­ლო­ბით სი­ხა­რუ­ლით ჩა­მოვ­დი­ო­დით... უბ­რა­ლოდ, ჩვე­ნი ვი­ზი­ტი სო­ფელ­ში ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან ხან­მოკ­ლე იყო. ორი, ან სამი კვი­რა, რაც თა­ვის­თა­ვად არ იყო საკ­მა­რი­სი იმის­თვის, რომ შე­სა­ბა­მი­სად გვე­პატ­რო­ნა სახ­ლის­თვის, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნის ხელი ძა­ლი­ან აკ­ლდა. გელა თა­ვის წი­ნაპ­რე­ბის საფ­ლა­ვე­ბის მო­სა­წეს­რი­გებ­ლად მი­დი­ო­და, ჩვენ ბოს­ტანს, სახლ-კარს, ეზოს ვა­სუფ­თა­ვებ­დით... სულ ეს იყო, თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნდა იმის­თვის, პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლის მარ­ცვა­ლი ზა­ფხუ­ლო­ბით ჩა­მოს­ვლით ჩა­სა­ხუ­ლი­ყო. მი­ხა­რია, რომ ასე­თი ნა­ყო­ფი გა­მო­ი­ღო... თლუღს აქვს რა­ღაც ასე­თი მომ­ნუს­ხვე­ლი, ძა­ლი­ან გი­ზი­დავს და თავს გაყ­ვა­რებს. ულა­მა­ზე­სი ბუ­ნე­ბაა, სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია, რომ რა­ჭის ერთ-ერთი ულა­მა­ზე­სი სო­ფე­ლია. იქვე არის შა­ო­რი, უზარ­მა­ზა­რი, ულა­მა­ზე­სი -სოჭ­ნა­რი, ფიჭვნა­რი, მდი­ნა­რე­ე­ბი, წყა­რო­ე­ბი მო­რაკ­რა­კე­ბენ... მოკ­ლედ ძა­ლი­ან მდი­და­რი სო­ფე­ლია.

რო­დე­საც დე­და­ქა­ლა­ქი­დან ადა­მი­ა­ნი სო­ფელს უბ­რუნ­დე­ბა, ეს ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბა­ვია - ხომ ასეა ? მაგ­რამ, რო­დე­საც ქა­ლა­ქურ კომ­ფორ­ტს შეჩ­ვე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი სო­ფელ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად მი­დის, ეს ალ­ბათ ძა­ლი­ან დიდ­მა სიყ­ვა­რულ­მა, სის­ხლის ყი­ვილ­მა, მო­მა­ვალ­ზე ზრუნ­ვა­მაც უნდა შე­გაძ­ლე­ბი­ნოს. სხვა­ნა­ი­რად არ გა­მო­ვა!

361693616-2743503622466505-4915876120999104667-n-64640-1689751201.jpg

ეს არის დიდი ზე­ი­მი! სამ­ყა­როს­თან ჰარ­მო­ნი­ა­ში ყოფ­ნის დღე­სას­წა­უ­ლი. მე ასე ვფიქ­რობ, იმი­ტომ რომ 40 წლის შემ­დეგ ადა­მი­ანს მიწა გე­ძა­ხის... ადა­მი­ა­ნი სიმ­ყუდ­რო­ვის­კენ, სუ­ლი­ე­რი სიმ­შვი­დის­კენ ილ­ტვის. სწო­რედ რომ სო­ფე­ლი არის ამის სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლი და მეც სო­ფელ­ში წა­მო­ვე­დი... სირ­თუ­ლე­ე­ბი საკ­მა­ოდ ბევ­რია და ამას ვერ და­ა­იგ­ნო­რებ. სო­ფელ­ში არ არის ტრან­სპორ­ტი, მა­ღა­ზი­აც გან­რი­გით მუ­შა­ობს, იქ სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლა შე­მო­გაკ­ლდე­ბა და ამ­ბრო­ლა­ურ­ში ხარ ჩა­სას­ვლე­ლი... ჯერ­ჯე­რო­ბით მან­ქა­ნა არ გვყავს და ხან მე­ზო­ბელს ჩავ­ყა­ვართ, ხან მე­გო­ბა­რი ამოგ­ვა­კი­თხავს... მე­გობ­რებს მო­აქვთ ჩვენ­თვის სა­ჭი­რო ნივ­თე­ბი თბი­ლი­სი­დან... მოკ­ლედ ძა­ლი­ან ხა­ლი­სი­ა­ნად ვცდი­ლობთ ამ სირ­თუ­ლე­ებს შე­ვე­ჭი­დოთ. ეს სირ­თუ­ლე სი­მარ­ტი­ვედ ვაქ­ცი­ოთ..

- ბავ­შვს რო­გორ შე­აყ­ვა­რეთ ასე ძა­ლი­ან, სკო­ლა­შიც რა­ჭა­ში ხომ არ ივ­ლის?

- ლა­ზა­რეს სოფ­ლის მი­მართ სიყ­ვა­რუ­ლი მა­მის და ბე­ბი­ის მო­ნა­ყო­ლი ამ­ბე­ბით თა­ვის­თა­ვად ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­და, ზა­ფხუ­ლო­ბით აქ რომ იმ­ყო­ფე­ბო­და, მა­შინ და­ი­წყო მისი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ე­ბიც სოფ­ლის მი­მართ. სულ ენა­ზე აკე­რია - თლუ­ღი, თლუ­ღი...

ლა­ზა­რეს აქა­უ­რო­ბა ბე­ბი­ამ, მე­დე­ამ შე­აყ­ვა­რა, რო­მე­ლიც სის­ხლით და ხორ­ცით თლუ­ღე­ლია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რძა­ლი იყო თლუ­ღე­ლე­ბის. ეტყო­ბა ასე­თი შეყ­ვა­რე­ბა, მომ­ნუს­ხვე­ლო­ბა ახა­სი­ა­თებს ამ სო­ფელს. რაც შე­ე­ხე­ბა სკო­ლას, რო­გორც გა­ვი­გე თლუ­ღის სკო­ლა­ში ერთი ბავ­შვი სწავ­ლობ­და... შე­იძ­ლე­ბა ამ­ბრო­ლა­უ­რის სკო­ლა­ში მო­უ­წი­ოს ჩვენს შვილს სწავ­ლა. იხილეთ სრულად

myquiz