თბილისის ზღვაში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს - რა ინფორმაციას ავრცელებს პოლიცია?
ლუკა ლაცაბიძის სამძებრო ოპერაციისას თბილისის ზღვაში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა ის ლუკა ლაცაბიძე.
უკვე მე - 4 დღეა თბილისში 21 წლის ბიჭს ლუკა ლაცაბიძეს ახლობლები და სამართალდამცავები ეძებენ.
მას მერე, რაც პოლიციამ მისი ზურგჩანთა და მობილური ტელეფონი თბილისის ზღვაზე ნახა, სამაშველო ოპერაცია დაიწყო. ზღვაში მყვინთავები მუშაობენ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.