ქეთი მელუამ შვილი საქართველოში, სიონის საკათედრო ტაძარში მონათლა - ვინ არიან ნათლიები და რას ამბობს მომღერალი? | Allnews.Ge

ქეთი მელუამ შვილი საქართველოში, სიონის საკათედრო ტაძარში მონათლა - ვინ არიან ნათლიები და რას ამბობს მომღერალი?

ბრი­ტა­ნეთ­ში მოღ­ვა­წე ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი ქეთი მე­ლუა მე­უღ­ლეს­თან და შვილ­თან ერ­თად რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­ქარ­თვე­ლოს ეს­ტუმ­რა. რო­გორც ირ­კვე­ვა, სტუმ­რო­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი პა­ტა­რა ალექ­სან­დრეს ნათ­ლო­ბა გახ­და. მომ­ღე­რალ­მა გა­და­წყვი­ტა შვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ე­ნათ­ლა. ნათ­ლო­ბის სა­ი­დუმ­ლო სი­ო­ნის ტა­ძარ­ში, პრო­ტოპ­რეს­ვი­ტერ­მა, გი­ორ­გი ზვი­ა­და­ძემ აღას­რუ­ლა. ნათ­ლი­ებს შო­რის იყო გო­რის ქალ­თა კა­პე­ლის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი თე­ო­ნა ცი­რა­მუა.

სა­პატ­რი­არ­ქოს არხთან კო­მენ­ტარ­ში მე­ლუა ამ­ბობს, რომ მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­ზე­ზი სწო­რედ ნათ­ლო­ბა იყო. მომ­ღერ­ლის თქმით, ალექ­სან­დრეს ნათ­ლი­ე­ბი მისი ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი იყ­ვნენ, მათ შო­რის მისი დე­ი­დაშ­ვი­ლიც. მე­ლუა ამ­ბობს, რომ დიდი ხა­ნია დე­დო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და და ეს სურ­ვი­ლი სან­დროს და­ბა­დე­ბით აუს­რულ­და და ამა­ყობს სა­კუ­თა­რი შვი­ლით.

"ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ჩემი შვი­ლი, აქ, თბი­ლის­ში მოვ­ნათ­ლეთ", - ამ­ბობს მომ­ღე­რა­ლი.

blobid1-58349-1689407302.jpg

"ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა, რომ შენი სან­დროს ნათ­ლი­ად ამირ­ჩიე... ჩემ­თვის უდი­დე­სი პა­ტი­ვი, სი­ხა­რუ­ლი და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა ვიყო უკვე შენი ოჯა­ხის წევ­რი და მქონ­დეს ნათ­ლი­ის სტა­ტუ­სი... ვეც­დე­ბი სა­თა­ნა­დო წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნო უკვე ჩემი სან­დროს კარგ ადა­მი­ა­ნად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში... მუ­დამ ერ­თად...“ - წერს ცი­რა­მუა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

მე­ლუა დედა 2022 წლის დე­კემ­ბერ­ში გახ­და. მომ­ღერ­ლის მე­ო­რე მე­უღ­ლე ნა­ხევ­რად ქარ­თვე­ლია.

myquiz