როგორი ამინდები გველოდება ივლისის მეორე ნახევარსა და აგვისტოში? - გრძელვადიანი პროგნოზი | Allnews.Ge

როგორი ამინდები გველოდება ივლისის მეორე ნახევარსა და აგვისტოში? - გრძელვადიანი პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი ხათუნა ქოქოსაძე "იმედის დღის" ეთერში საუბრობს, როგორი ამინდია მოსალოდნელი ზაფხულის განმავლობაში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე:

- 16 ივლისამდე ქვეყნის ტერიტორიაზე უნალექო ამინდი შენარჩუნდება. 16-17 ივლისს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია კვლავ წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერიც. ტემპერატურა, შესაძლოა, 1-2 გრადუსით შემცირდეს.

ივლისის ბოლომდე ცალკეულ დღეებში შესაძლებელია, რომ იწვიმოს, თუმცა მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. აგვისტოს თვეში ტემპერატურა, კლიმატურ ნორმასთან შედარებით, 1-2 გრადუსით მაღალი იქნება. ნალექების რაოდენობა, ივლისთან შედარებით, უფრო ნაკლებია მოსალოდნელი, თუმცა ცალკეულ პერიოდებში შესაძლებელია, იწვიმოს. კლიმატურად აჭარა უფრო უხვნალექიანია, ვიდრე დანარჩენი რეგიონები. აჭარაშიც ცალკეულ დღეებში შესაძლებელია, იწვიმოს, თუმცა მაღალი ტემპერატურის ფონზე. სექტემბრის თვის ტემპერატურა, კლიმატურ ნორმასთან შედარებით, 1-2 გრადუსით მაღალია მოსალოდნელი. რაც შეეხება ივლისის მეორე ნახევარს, ნაკლებნალექიანი იქნება და ტემპერატურაც შედარებით მაღალი დაფიქსირდება.

myquiz