"ეს ჩემთვის დიდი პატივია. გვაქვს ამბიციური გეგმები" - სად აგრძელებს კარიერას ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია? | Allnews.Ge

"ეს ჩემთვის დიდი პატივია. გვაქვს ამბიციური გეგმები" - სად აგრძელებს კარიერას ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია?

საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის უფლებების ცენტრს უხელმძღვანელებს.

"ჩემთვის პატივია, რომ საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლა/ Law School of the UG-ში ადამიანის უფლებების ცენტრს ვუხელმძღვანელებ მიხარია, რომ 5 წლიანი პაუზის შემდგომ აკადემიურ სფეროში ისევ მექნება საქმიანობის გაგრძელების და სტუდენტებთან ურთიერთობის შესაძლებლობა, თან ასეთ არაჩვეულებრივ გუნდთან ერთად.

გვაქვს ამბიციური გეგმები, გავაძლიეროთ ადამიანის უფლებების სწავლება როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული მიმართულებით;

ადამიანის უფლებების საკითხებით დაინტერესებულ სტუდენტებს ბევრ სიახლეს ვპირდებით, ხოლო მათ, ვინც ჯერ არ დაინტერესებულა, აუცილებლად დავაინტერესებთ:)

myquiz