რომელი საკვები გვიფუჭებს კბილებს? | Allnews.Ge

რომელი საკვები გვიფუჭებს კბილებს?

ახალგამოწურული ციტრუსის წვენი კარგია ორგანიზმისთვის, მაგრამ ვნებს კბილების სილამაზეს და ჯანმრთელობას.

ყველა ვიტამინიზირებული პროდუქტი არ არის სასარგებლო. ეს განსაკუთრებით ეხება ვიტამინიზრებულ სპორტულ სასმელებს და საღეჭ ტაბლეტებს. საქმე, ისაა, რომ სპორტულ სასმელებს ვიტამინების გარდა შაქარს და მჟავებს უმატებენ.

ალკოჰოლმა და ფსიქოტროპულმა საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუს სიმშრალე ნერწყვის გამომუშავების შემცირებით, ეს საზიანოა კბილებისთვის, ამიტომ ეს მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს პირის ღრუს ფტორის შემცველი სავლების ან სულ მცირე წყლის გამოვლებით.

ციტრუსები და ახალგამოწურული წვენები ძალიან ჯანსაღია, მაგრამ შეიცავს დიდი რაოდენობით ლიმონმჟავას. ამიტომ მიზანშეწონილია მათი ჭამის ან წვენის დალევის შემდეგ გამოივლეთ პირში წყალი. ასევე სახლის პირობებში გათეთრებისთვის აბსოლუტურად არ არის აუცილებელი კბილების ლიმონით გახეხვა. იხილეთ სრულად

myquiz