"2021 წლის შემდეგ მიშა არ მინახავს, მინდა დაველოდო შეხვედრას, სანამ..." - რას ამბობს სანდრა რულოვსი სააკაშვილზე? | Allnews.Ge

"2021 წლის შემდეგ მიშა არ მინახავს, მინდა დაველოდო შეხვედრას, სანამ..." - რას ამბობს სანდრა რულოვსი სააკაშვილზე?

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი, სან­დრა რუ­ლოვ­სი ამ­ბობს, რომ ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს 2021 წლის სექ­ტემ­ბრის შემ­დეგ არ შეხ­ვედ­რია. მან სა­ა­კაშ­ვილ­ზე, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვლთან შეხ­ვედ­რა­ზე, ასე­ვე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შე­სა­ხებ "შა­ბა­თის ფორ­მუ­ლას­თან" ისა­უბ­რა.

"და­ვი­წყოთ იქი­დან, რომ მე ის 2021 წლის სექ­ტემ­ბრის შემ­დეგ არ მი­ნა­ხავს, სა­ბერ­ძნეთ­ში როცა ვი­ყა­ვით ერ­თად, ამის მერე არ მი­ნა­ხავს და მინ­და და­ვე­ლო­დო მას­თან შეხ­ვედ­რას, მა­ნამ სა­ნამ გან­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა და სხვა დრო­სა და ვი­თა­რე­ბა­ში, ჯან­მრთე­ლო­ბის და გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, ნაკ­ლე­ბად გა­მი­ჭირ­დე­ბა პი­რად სა­კი­თხებ­ზე სა­უ­ბა­რი.

mishadasandra-28867-1688974339.webp

2021 წელი - მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და სან­დრა რუ­ლოვ­სი შვილ­თან, ნი­კო­ლოზ­თან ერ­თად სა­ბერ­ძნეთ­ში

ის ფაქ­ტი, რომ ის არის ჩა­კე­ტი­ლი სულ უდა­ნა­შა­უ­ლოდ და ასე დიდ­ხანს გრძელ­დე­ბა, ჩვე­ნი მთე­ლი ოჯა­ხის­თვის ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია.

იმე­დი არ­სე­ბობს, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო ძა­ლის­ხმე­ვით, ზე­ლენ­სკის თა­მა­დო­ბით, რა­ღაც­ნა­ი­რად შე­იც­ვლე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. თუნ­დაც ევ­რო­პა, ამე­რი­კა ისე­დაც აღი­ა­რე­ბენ, რომ ის არის პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტი­მა­რი. შევ­თან­ხმდით, რომ ის არის უდა­ნა­შა­უ­ლო პა­ტი­მა­რი ამი­ტომ უნდა გან­თა­ვი­სუფ­ლდეს.

sandra3-29359-1688974389.jpg

სამ­წუ­ხა­როდ, მთავ­რო­ბა და სა­სა­მარ­თლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ, ამი­ტო­მაც არ გვაქვს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო.

რა თქმა უნდა, მაქვს ძვე­ლი კონ­ტაქ­ტე­ბი და ჩემს გარ­და მარ­თლა არ მე­გუ­ლე­ბა ვინ­მე, ვი­საც შე­უძ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­დან ლორა ბუშს მის­წე­როს, ან ქალ­ბა­ტონ მა­კ­კე­ინს, ან თურ­ქე­თის, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის, პო­ლო­ნე­თის და ა.შ. პირ­ველ ლე­დებს. აბა ვინ უნდა და­წე­როს თუ არა მე? ზოგ­ჯერ აქ­ტი­ვო­ბით პა­სუ­ხო­ბენ, ზოგ­ჯერ წე­რი­ლო­ბით", - ამ­ბობს სან­დრა რუ­ლოვ­სი.

ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლე­დის თქმით, იმე­დი აქვს, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი "აწონ-და­წო­ნის სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­კითხს"."მქონ­და მას­თა­ნაც(სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან) შეხ­ვედ­რა დე­კემ­ბერ­ში მი­შას თე­მა­ზე. სხვა­თა­შო­რის, გვა­რა­მი­ა­ზეც ვსა­უბ­რობ­დი მას­თან. ერთ-ერთი, რა­საც ამ­ბობს და ჩემ­თა­ნაც გა­ი­მე­ო­რა - ჩვენ თუ გა­ვუშ­ვებთ მი­შას სა­ზღვარ­გეთ სამ­კურ­ნა­ლოდ, ეს არის იმის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი, რომ ჩვენ­თან არ ვარ­გა ჯან­დაც­ვა და ეს ცუ­დად აი­სა­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს რე­პუ­ტა­ცი­ა­ზე. ასე­თი არ­გუ­მენ­ტი მი­ვი­ღე. იხილეთ სრულად

myquiz