მსოფლიოს ექსტრემალური ამინდები ელის - რა წერია გაეროს აგნარიშში? | Allnews.Ge

მსოფლიოს ექსტრემალური ამინდები ელის - რა წერია გაეროს აგნარიშში?

გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ ელ-ნინიოს დასაწყისი ოფიციალურად დაადასტურა. ამით მსოფლიოს მოსახლეობას ის მომავალი გვალვის შესახებ აფრთხილებს.

ექსპერტების აზრით, ელ-ნინიოს კლიმატური ფენომენი, რომელიც გლობალური ტემპერატურის მატებას იწვევს, უკვე დაწყებულია. სპეციალისტების ქვეყნებს მოუწოდებენ, ადამიანის ჯანმრთელობასა და სურსათის უსაფრთხოებაზე შესაძლო შედეგებისთვის მოემზადონ. მათი მტკიცებით, ამინდის ამ ფენომენის მოქმედება მთელი 2023 წლის განმავლობაში გაგრძელდება და 2024 წლის ნაწილსაც მოიცავს.

კლიმატის ეს აღნიშნული ნიმუში ბუნებრივად გვხვდება და იწვევს ტემპერატურის მატებას და გვალვას ან ძლიერ წვიმას მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში. ელ-ნინიო ხდება საშუალოდ 5-7 წელიწადში ერთხელ და დაახლოებით ერთი წელი გრძელდება.

უკანასკნელად, რეკორდულად თბილი წელი 2016 იყო, როდესაც ყველაზე ძლიერი ელ-ნინიო დაფიქსირდა. მიმდინარე წლის მაისში გაერომ გამოაცხადა, რომ ტემპერატურის რეკორდი მომდევნო 5 წელიწადში მოიხსნება.

myquiz