როგორ მოვიქცეთ თუ ბავშვი მგზავრობას ვერ იტანს? | Allnews.Ge

როგორ მოვიქცეთ თუ ბავშვი მგზავრობას ვერ იტანს?

ზაფხულის სეზონთან ერთად ბავშვის მგზავრობის აუტანლობის პრობლემაც მწვავდება. როცა პატარას მგზავრობისას გამუდმებით გული ერევა, თავადაც იტანჯება და მშობელიც. ისეც ხდება, რომ ამ მოვლენის საწინააღმდეგო პრეპატარატები სასურველ შედეგს არ გაძლევთ. როგორ შეიძლება შევუმსუბუქოთ ბავშვსა და მშობელს მგზავრობით გამოწვეული დისკომფორტი? გთავაზობთ რამდენიმე რჩევას.

რატომ ვერ იტანენ ბავშვები მგზავრობას

სხეულის ნებისმიერ მოძრაობაზე შუა ყურში მდებარე ე.წ. წონასწორობის ორგანო, ვესტიბულარული აპარატი რეაგირებს. ეს ურთულესი მექანიზმი საბოლოოდ 10-12 წლისთვის, ზოგ შემთხვევაში კი უფრო გვიან, 15 წლის ასაკში ყალიბდება. ამიტომ ადრეული ასაკის ბავშვებისთვის რწევა შედარებით რთული გადასატანია. შეიძლება ვესტიბულარული აპარატი მოზრდილობისასაც სუსტი დარჩეს, რის გამოც მგზავრობის აუტანლობა ლამის მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება.

შეიძლება ბავშვს მსგავსი პრობლემა არასოდეს შექმნია, თუმცა არც გრძელ და დამღლელ გზაზე უმგზავრია. როგორ უნდა დაადგინოთ, გამძლეა თუ არა მისი წონასწორობის ორგანო ამ დატვირთვის მიმართ? ეს მოციმციმე გამოსახულება ამას მარტივად გადაამოწმებს. სთხოვეთ ბავშვს, დააკვირდეს ამ შავ-თეთრ გამოსახულებას. თუ თავბრუსხვევა და გულისრევის შეგრძნება გაუჩნდა, მგზავრობისთვის საგანგებოდ უნდა მოემზადოთ.

როგორ მოვიქცეთ

მგზავრობამდე ბავშვი საათნახევრით ან ორი საათით ადრე ასაუზმეთ, ისიც მსუბუქად. სავსე კუჭზე რწევა კიდევ უფრო რთული გადასატანია.

თუ ბავშვს მანქანაში გული მაინც აერია, გზას ნუღარ გააგრძელებთ, კარგად გაანიავეთ სალონი, რადგან ზოგჯერ სუნი განმეორებით სპაზმს იწვევს. თუ მხოლოდ შეგრძნება ტანჯავს, ეცადეთ, გულისრევა ხელოვნურად გამოიწვიოთ და ამის შემდეგ ცოტა ხნით სუფთა ჰაერზე გაჩერდეთ. მგზავრობისთვის ისეთი დრო შეარჩიეთ, რომ გადატვირთულ გზაზე არ მოგიხდეთ სიარული. იხილეთ სრულად

myquiz