როდიდან გაუარესდება საქართველოში ამინდი - გარემოს ეროვნული სააგენტო პროგნოზს აქვეყნებს
8 ივლისის ღამიდან 12 ივლისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში სეტყვა - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს.
"9-12 ივლისს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი.
მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს." - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.