მითი თუ რეალობა - უწყობს თუ არა ხელს ჭარხლის წვენი სიმაღლეში ზრდას? | Allnews.Ge

მითი თუ რეალობა - უწყობს თუ არა ხელს ჭარხლის წვენი სიმაღლეში ზრდას?

ხშირად საუბრობენ, რომ ჭარხლის წვენი სიმაღლეში ზრდისთვის საჭირო პროდუქტია და ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. თუმცა, ის ფაქტი, რომ აღნიშნული წვენი მართლა იწვევს, თუ არა სიმაღლეში ზრდას, მეცნიერულად დადასტურებული არ არის. გადაცემა "იმედის დღის" ჟურნალისტებმა გადაწყვიტეს, ამ კუთხით, ექსპერიმენტი ჩაეტარებინათ. თუმცა, იქამდე მიმოიხილეს ოფიციალური კვლევა, რომლის მიხედვითაც, ის სპორტსმენები, რომლებიც ჭარხლის წვენს შეჯიბრებამდე სვამდნენ, შედეგებს აუმჯობესებდნენ.

ჭარხლის წვენი ბუნებრივი დოპინგია - აღნიშნული დასკვნა ექსეტერას უნივერსიტეტის მეცნიერებმა ხანგრძლივი კვლევის შედეგად გამოიტანეს. რამდენიმე წლის განმავლობაში მკვლევარები აკვირდებოდნენ სპორტსმენებს, მათ მიღწევებს ჭარხლის წვენის მიღების შემდეგ და მის გარეშე. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ სპორტსმენები, ჭარხლის მიღებიდან რამდენიმე საათში, საშუალოდ 16%-ით აუმჯობესებდნენ შედეგებს.

ექსეტერას უნივერსიტეტის პროფესორი, ენდრიუ ჯონსი ამბობს: "ჭარხლის წვენი, ისევე, როგორ მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული, მაგალითად, ისპანახი, რუკოლა, ბუნებრივად შეიცავს ქიმიკატს, ნიტრატს. როდესაც ის ორგანიზმში ხვდება, აზოტის ოქსიდად გარდაიქმნება, შედეგად ფართოვდება სისხლძარღვები, ქვეითდება არტერიული წნევა. 2010 წლიდან ვაკვირდებოდით, თუ რა გავლენა აქვს ჭარხალს სპორტსმენების მიღწევებზე. გაგვაოცა იმ შედეგებმა, რაც ამ პროდუქტის მიღებისას აღმოავაჩინეთ. მას გავლენა აქვს კუნთის უჯრედებზე. კერძოდ, მის სიძლიერეზე დადებითად მოქმედებს. შეიძლება ითქვას, რომ ჭარხალი ბუნებრივი დოპინგია. თუ მის წვენს შეჯიბრებამდე 2-3 საათით ადრე მიირთმევთ, წარმატების ალბათობა იზრდება. ამიტომ, ჩვენ ვურჩევთ სპორტსმენებს, მიიღონ ჭარხლის წვენი 3 საათით ადრე, სანამ მატჩი, ან რბოლა დაიწყება." იხილეთ სრულად

myquiz