რა ტიპის ვირუსები და ინფექციებია დამახასიათებელი ზაფხულის სეზონისთვის და როგორ უნდა მოვვიქცეთ მათ თავიდან ასაცილებლად? - ივანე ჩხაიძის რეკომენდაციები | Allnews.Ge

რა ტიპის ვირუსები და ინფექციებია დამახასიათებელი ზაფხულის სეზონისთვის და როგორ უნდა მოვვიქცეთ მათ თავიდან ასაცილებლად? - ივანე ჩხაიძის რეკომენდაციები

იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რი, ივა­ნე ჩხა­ი­ძე გან­მარ­ტავს, რო­მე­ლი ვირუ­სე­ბი და ინ­ფექ­ცი­ე­ბია ზა­ფხულ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი.

რო­გორც ივა­ნე ჩხა­ი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, გა­ზა­ფხუ­ლის და ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნი სამი ვირუ­სის სი­ჭარ­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა, კერ­ძოდ, ეს არის რი­ნო­ვირუ­სი, პა­რაგ­რი­პის ვირუ­სი და ადე­ნო­ვირუ­სი.

რო­გორც ივა­ნე ჩხა­ი­ძე გან­მარ­ტავს, ლა­რინ­გოტ­რა­ქე­ი­ტი ხვე­ლით და ხმის ტემ­ბრის ცვლი­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, ადე­ნო­ვირუს­მა კი შე­საძ­ლოა, ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს, ან ნაწ­ლავ­თა მოქ­მე­დე­ბის გახ­ში­რე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა რი­ნო­ვირუსს, ის გა­ცი­ე­ბით მიმ­დი­ნა­რე და­ა­ვა­დე­ბაა.

"ზო­გა­დად, გა­ზა­ფხუ­ლის და ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნი სამი ვირუ­სის სი­ჭარ­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა, ეს არის რი­ნო­ვირუ­სი, პა­რაგ­რი­პის ვირუ­სი და ადე­ნო­ვირუ­სი. თუ გა­დავ­ხე­დავთ ბოლო 3 კვი­რის სტა­ტის­ტი­კას, ივ­ნი­სის თვე­სა და ივ­ლი­სის პირ­ველ კვი­რას, აქ ნათ­ლად ჩანს ამ ვირუ­სე­ბის სი­ჭარ­ბე. თუ პრო­ცენ­ტულ გა­ნა­წი­ლე­ბას შევ­ხე­დავთ, 24-ე კა­ლენ­და­რულ კვი­რას, რი­ნო­ვირუ­სის 27% გვქონ­და, პა­რაგ­რი­პის 22%, ყვე­ლა­ზე მეტი კი ადე­ნო­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბი გვქონ­და - 29 %. მთლი­ა­ნო­ბა­ში, ამ სამ ვირუს­ზე მო­დის შემ­თხვე­ვე­ბის თით­ქმის ¾. შემ­დეგ, 25-ე კვი­რა­შიც ამ სამი ვირუ­სის სი­ჭარ­ბე გვქონ­და. რი­ნო­ვირუ­სი და პა­რაგ­რი­პის ვირუ­სი გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო, პა­რაგ­რი­პის უჩ­ვე­უ­ლოდ მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იყო - 34%.

ეს იმას ნიშ­ნავს, რომ შემ­თხვე­ვა­თა 1/3 პა­რაგ­რი­პით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი. პა­რაგ­რი­პის უკან ლა­რინ­გოტ­რა­ქე­ი­ტი დგას, რო­მე­ლიც ხვე­ლით და ხმის ტემ­ბრის ცვლი­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. ზო­გა­დად, ამ ვირუ­სის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია უფრო მეტი სი­ჭარ­ბე ზამ­თრის გან­მავ­ლო­ბა­ში, თუმ­ცა წელს, პა­რაგ­რი­პის მო­მა­ტე­ბუ­ლი აქ­ტი­უ­რო­ბა და­ფიქ­სირ­და ივ­ნი­სის პე­რი­ოდ­ში. ბოლო, 26-ე კვი­რა­შიც სამი ვირუ­სის სი­ჭარ­ბე გვქონ­და, უპი­რა­ტე­სია ადე­ნო­ვირუ­სი. ადე­ნო­ვირუსს გა­ნას­ხვა­ვებს ის, რომ მან შე­იძ­ლე­ბა ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს, კო­ნი­უნ­ქტი­ვი­ტი, ნაწ­ლავ­თა მოქ­მე­დე­ბის გახ­ში­რე­ბა.

ეს ამ სე­ზო­ნის­თვის ჩვე­უ­ლი ვირუ­სია. მინ­და აღ­ვნიშ­ნო კო­რო­ნა­ვირუ­სიც. თუ ჩვენ გა­დავ­ხე­დავთ ბოლო 2 თვის სტა­ტის­ტი­კას, კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბი და­ფიქ­სირ­და მხო­ლოდ ბოლო 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, ეს არ არის ბევ­რი, პრო­ცენ­ტუ­ლად თუ შევ­ხე­დავთ, ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის 5% იყო სულ. ეს ნიშ­ნავს, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი მუდ­მი­ვი თა­ნამ­გზავ­რი გახ­და. თუ შე­ვა­ჯა­მებთ სე­ზო­ნის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბას, კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბი ერ­თე­უ­ლია, ასე­ვე, უფრო მე­ტად სჭარ­ბობს ის ვირუ­სე­ბი, რომ­ლე­ბიც მსუ­ბუ­ქად მიმ­დი­ნა­რე და­ა­ვა­დე­ბებს იწ­ვე­ვენ, ეს არის რი­ნო­ვირუ­სი, პა­რაგ­რი­პი და ადე­ნო­ვირუ­სი. რო­დე­საც ვსა­უბ­რობთ მსუ­ბუ­ქად მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ზე, ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი გვაქვს, სჭირ­დე­ბა, თუ არა ბავ­შვებს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­თავ­სე­ბა. კლი­ნი­კა­ში მო­თავ­სე­ბის­თვის მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რია ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ამ ვირუ­სე­ბის­თვის მძი­მე ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა არ არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, იშ­ვი­ა­თად გვხვდე­ბა. ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ორი უფრო სა­ში­ში ვირუ­სის, რეს­პი­რა­ცი­ულ-სინ­ცი­ტი­უ­რი ვირუ­სის და გრი­პის ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვა გვაქვს. ეს ნიშ­ნავს, რომ მთლი­ა­ნო­ბა­ში, გა­ცი­ე­ბის მსგავ­სი და­ა­ვა­დე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა მსუ­ბუ­ქია. ბავ­შვებს ნაკ­ლე­ბად სჭირ­დე­ბათ სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში მო­თავ­სე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ივა­ნე ჩხა­ი­ძემ.

ამას­თან მან, ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში ბავ­შვე­ბის ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზეც ისა­უბ­რა. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, პან­დე­მი­ამ ბავ­შვის წო­ნის მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა, შე­სა­ბა­მი­სად, ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გებ­თან მი­მარ­თვი­ა­ნო­ბაც გა­ი­ზარ­და, ამი­ტომ, ივა­ნე ჩხა­ი­ძე მო­უ­წო­დებს მშობ­ლებს, ბავ­შვე­ბი ზა­ფხულ­ში ფი­ზი­კუ­რად მე­ტად აქ­ტი­უ­რე­ბი იყ­ვნენ.

"ძი­რი­თა­დი რე­კო­მენ­და­ცი­აა ის, რომ ეცა­დეთ, ბავ­შვე­ბი ფი­ზი­კუ­რად იყ­ვნენ აქ­ტი­უ­რე­ბი. მე­ტად და­კავ­დნენ სპორ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბით. სკო­ლის ასა­კის ბავ­შვებ­ში მი­ნი­მუმ ნა­ხე­ვარ­სა­ა­თი­ა­ნი ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. მოზ­რდილ ასაკ­ში 1-სა­ა­თი­ა­ნი ხან­გრძლი­ვო­ბაა სა­სურ­ვე­ლი, რათა ის ბა­ლან­სი შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ, რაც დარ­ღვე­უ­ლი იყო პან­დე­მი­ის დროს. ბავ­შვე­ბი ნაკ­ლებს მოძ­რა­ობ­დნენ და ბევრ საკ­ვებს იღებ­დნენ, ვგუ­ლის­ხმობ, წა­სა­ხემ­სე­ბელ საკ­ვებს. ნაკ­ლებ­მა მოძ­რა­ო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა წო­ნის მა­ტე­ბა. ჩვენ მარ­თლაც ძა­ლი­ან ბევ­რი მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა გვაქვს ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გებ­თან, ვი­ნა­ი­დან პან­დე­მი­ამ ბავ­შვის წო­ნის მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა“, - აღ­ნიშ­ნა ვანო ჩხა­ი­ძემ

myquiz