როდემდე შენარჩუნდება მაღალი ტემპერატურა და როდის უნდა ველოდოთ წვიმას - უახლესი დღეების პროგნოზი? | Allnews.Ge

როდემდე შენარჩუნდება მაღალი ტემპერატურა და როდის უნდა ველოდოთ წვიმას - უახლესი დღეების პროგნოზი?

6-7 ივ­ლისს, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ცხე­ლი და უმე­ტე­სად უნა­ლე­ქო ამინ­დი. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა ზო­გან +35, +37 გრა­დუ­სამ­დე მო­ი­მა­ტებს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს.

ამას­თან, გან­მარ­ტა­ვენ, რომ 8-9 ივ­ლისს ტემ­პე­რა­ტუ­რა +25, +30 გრა­დუ­სამ­დე და­იკ­ლებს, ასე­ვე მო­სა­ლოდ­ნე­ლია წვი­მა ელ­ჭე­ქით.

"აღ­მო­სავ­ლეთ საქრთვე­ლო­ში 10 ივ­ლი­სამ­დე შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი ფონი (+30, +35 გრა­დუ­სი). ზო­გან მო­სა­ლოდ­ნე­ლია წვი­მა ელ­ჭე­ქით და სე­ტყვა.

ქ. თბი­ლის­ში მხო­ლოდ 7 ივ­ლისს უნა­ლე­ქო ამინ­დი იქ­ნე­ბა, და­ნარ­ჩენ დღე­ებ­ში კი დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში ხან­მოკ­ლე წვი­მა ელ­ჭე­ქით არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა დღის სა­ა­თებ­ში +32, +34 გრა­დუ­სი და­ფიქ­სირ­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

myquiz