დემნას მორიგი ოტ-კუტიურ კოლექცია - ელეგანტური კაბები, წვეტიანი ფეხსაცმელი, ჯინსის შარვლები და ქართული 90-იანების გამოძახილი მოდელების ვარცხნილობასა და სილუეტში | Allnews.Ge

დემნას მორიგი ოტ-კუტიურ კოლექცია - ელეგანტური კაბები, წვეტიანი ფეხსაცმელი, ჯინსის შარვლები და ქართული 90-იანების გამოძახილი მოდელების ვარცხნილობასა და სილუეტში

დემ­ნამ მა­ღა­ლი მო­დის კო­ლექ­ცი­ას კი­დევ ერთი შოუ შეს­ძი­ნა. პა­რიზ­ში Balenciaga-ს ოტ-კუ­ტი­ურ კო­ლექ­ცი­ის ჩვე­ნე­ბა გა­ი­მარ­თა. არც ეს შოუ იყო გა­მო­ნაკ­ლი­სი და ფრან­გუ­ლი მო­დის სახ­ლის ქარ­თველ­მა კრე­ა­ტი­ულ­მა დი­რექ­ტორ­მა მის­თვის არა­და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ ნა­მუ­შევ­რებ­თან ერ­თად, ისე­თე­ბიც წარ­მოგ­ვიდ­გი­ნა, რომ­ლის შე­ხედ­ვის­თა­ნა­ვე იტყო­დით - "ეს ნამ­დვი­ლად დემ­ნას ხელ­წე­რაა".

demna3-59793-1688619867.jpg

ჩვე­ნე­ბა ოპე­რის არი­ე­ბის თან­ხლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ნა­მუ­შევ­რებ­ში გა­მო­იკ­ვე­თა რამ­დე­ნი­მე შტრი­ხი, მათ შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბით თვალ­ში­სა­ცე­მი იყო მა­სი­უ­რი ყელ­სა­ბა­მე­ბი და წვე­ტი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი, თუმ­ცა ეს არ არის სტან­დარ­ტუ­ლი წვე­ტი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი, რო­გო­რიც 90-იანი წლე­ბი­დან გვახ­სოვს, მისი ზომა, რო­გორც ფო­ტო­ზე ხე­დავთ, გრან­დი­ო­ზუ­ლია.

demna4-59776-1688619878.jpg

demna6-60037-1688619887.jpg

90-იანი წლე­ბის თბი­ლი­სურ მო­დას გა­გახ­სე­ნებთ ასე­ვე ჯინ­სის შარ­ვლე­ბი და მთა­ვა­რი დე­ტა­ლი - ვარ­ცხნი­ლო­ბა.

დემ­ნას ახა­ლი ნა­მუ­შევ­რებ­ში ასე­ვე ნა­ხავ­დით ჰო­ლი­ვუ­დურ და ვარ­სკვლა­ვურ სტილს - წი­თელ, ვარ­დის­ფერ, მბრწყი­ნა­ვი დე­ტა­ლე­ბით გა­ფორ­მე­ბულ კა­ბებს. იხილეთ სრულად

myquiz