მარტივი რჩევები უფრო ჯანსაღი კვებისთვის | Allnews.Ge

მარტივი რჩევები უფრო ჯანსაღი კვებისთვის

დადასტურებულია, რომ ხილითა და ბოსტნეულით მდიდარი დიეტა უზრუნველყოფს ჯანმრთელობის უამრავ სარგებელს.სტატიაში განხილულია მცირე ცვლილებები, რომელთაც შეუძლიათ რეგულარული კვება უფრო ჯანსაღი გახადოს.

შეანელეთ ჭამის ტემპი - ჭამის ტემპი გავლენას ახდენს იმაზე, თუ რამდენს მიირთმევთ. კვლევები, აჩვენებს, რომ სწრაფად მჭამელები უფრო მეტს ჭამენ და აქვთ სხეულის მასის უფრო მაღალი ინდექსი, ვიდრე მათ ნელა ჭამენ. მადა და ის, თუ რა რაოდენობის საკვებს იღებთ კონტროლდება ჰორმონებით. ჰორმონები სიგნალს აძლევს თქვენს ტვინს, მშიერი ხართ თუ დანაყრებული.ტვინს დაახლოებით 20 წუთი სჭირდება, რომ გადაამუშავოს ეს უნფორმაცია. ამიტომ, ნელა ჭამა ტვინს აძლევს დროს, რომ აღიქვას დანაყრებული ხართ თუ არა.

რაფინირებულის ნაცვლად აირჩიეთ მთლიანი მარცვლეულის პური - თქვენ შეგიძლიათ მარტივად გახადოთ კვება უფრო ჯანსაღი, ტრადიციული რაფინირებული მარცვლეულის პურის ნაცვლად მთლიანი მარცვლეულის პურის არჩევით. მთლიანი მარცვლეული, თავის მხრივ, დაკავშირებულია ჯანმრთელობის მრავალფეროვან სარგებელთან, მათ შორის ტიპი 2 დიაბეტის, გულის დაავადებების და კიბოს რისკის შემცირებასთან.

  • ისინი ასევე მდიდარია:
  • ბოჭკოთი;
  • B ჯგუფის ვიტამინებით;

მინერალებით, როგორიცაა თუთია, რკინა, მაგნიუმი და მანგანუმირაციონში დაამატეთ ბერძნული იოგურტი - ბერძნული იოგურტი უფრო სქელი ვიდრე ჩვეულებრივი იოგურტი. ბერძნული იოგურტი მეტ ცხიმს და ცილას შეიცავს, ვიდრე ჩვეულებრივი იოგურტი. ის შეიცავს ორჯერ მეტ პროტეინს, ვიდრე ჩვეულებრივი იოგურტის იგივე რაოდენობა. ცილები კი ხელს უყწობს უფრო დიდხანს იგრძნოთ თავი დანაყრებულად, რაც დაგეხმარებათ მართოთ თქვენი მადა და შეამციროთ საკვების მიღება.

გარდა ამისა, რადგან ბერძნული იოგურტი შეიცავს ნაკლებ ნახშირწყლებს და ნაკლებ ლაქტოზას, ვიდრე ჩვეულებრივი იოგურტი. დარწმუნდით, რომ შეარჩიეთ უბრალო, დანამატების გარეშე იოგურტი, რადგან არომატიზირებული იოგურტები შეიძლება შეიცავდეს დამატებულ შაქარს. იხილეთ სრულად

myquiz