კვარაცხელიას და ლოჩოშვილის შემდეგ, იტალიურ ლიგაში კიდევ ერთი ქართველი ითამაშებს: ვინ არის 20 წლის გიორგი კვერნაძე?
"ფროზინონეში" ქართველი შემტევის, გიორგი კვერნაძის გადასვლას რამდენიმე უცხოური სპორტული საიტი გამოეხმაურა.
areanapoli: "ქართველი "ფროზინონეს" ახალი შენაძენია, რომელიც ცდილობს "კვარას" სტილის ტალანტი იპოვოს. ის სერია A-ში გადასული გუნდისთვის დაპირებული საჩუქარია. 20 წლის კვერნაძე შეეცდება იტალიაში თავისი თანამემამულის გზა გაიაროს. ახალწვეული 188 სანტიმეტრი სიმაღლისაა და მისი გაბარიტები მწვრთნელს მრავალმხრივ შეუძლია გამოიყენოს. ისე ჩანს, თითქოს ძალიან ნელა მოქმედებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, დრიბლინგისას სწრაფი და სხარტია".
numero-diez: "შესაძლოა, ახალი კვარაცხელიას ძიებაში, პერსპექტივაში ძალიან მნიშვნელოვანი ტრანსფერია".
football24: "ქართული ციებ-ცხელება - სერია A-ს ახალწვეულმა იტალიაში ხვიჩას "ტყუპისცალი" ჩაიყვანა. იტალიური კლუბები ახალი ნიჭიერი ფეხბურთელების ძიებისას ქართულ საფეხბურთო ბაზარს ყურადღებით აკვირდებიან. "ნაპოლიში" კვარაცხელიას გადასვლა ძალიან წარმატებული გამოდგა. ქართველი უმალ გუნდის ლიდერი გახდა და სკუდეტოს მოგებაში დაეხმარა.
საქართველოდან თავისი ბრილიანტის ხელში ჩაგდება "ფროზინონემ" მოახერხა. ახალწვეულს ასევე უყვარს შეტევის მარცხენა ფლანგზე მოქმედება და აქტიურად იყენებს დრიბლინგს. ამავე დროს, ანთროპომეტრია თავდასხმის ცენტრში თამაშის საშუალებას აძლევს, თუმცა იქ თავს მთლად კომფორტულად ვერ გრძნობს".
goal: "კვერნაძის განსაკუთრებული უნარები: ინდივიდუალური ტექნიკა, ბურთის ფლობა, ფლანგზე სისწრაფე, რაც დრიბლინგის და უკნიდან ჩაწოდებებით შეტევითი მოქმედებების საშუალებას იძლევა. იხილეთ სრულად