მამაკაცმა ორი მეზობელი იარაღით მოკლა და ადგილიდან მიიმალა - რა ინფორმაცია ვრცელდება კახეთში მომხდარ მკვლელობაზე?
გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ორი მეზობელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და ადგილიდან მიიმალა. შემთხვევა 1 საათის წინ მოხდა.
მკვლელობის მოტივი უცნობია, თუმცა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.