რატომაა საშიში ცხელ ამინდში ვარჯიში? | Allnews.Ge

რატომაა საშიში ცხელ ამინდში ვარჯიში?

ზაფხულში ვარჯიშმა შეიძლება გამოიწვიოს გაუწყლოება და სითბური დარტყმა. ზაფხულში ბევრი ვარჯიშობს არა სპორტ დარბაზში, არამედ გარეთ. ეს კი გარკვეული საშიშროების შემცველია.

ინტენსიურ ფიზიკური დატვირთვას უნდა მოვერიდოთ ჰაერის მაღალი ტმეპრატურის პირობებში.

უმნიშვნელო ფიზიკური დატვირთვაც კი გამოიწვევს ორგანიზმში მომატებული სითბოს პროდუქციას. ცხელ ამინდიში ჩვენი სისხლძარღვები უფრო სწრაფად ფართოვდება, პულსი მაქსიმალურად ხშირდება. ამან კი შეიძლება გამოიწვიოს სითბური დარტყმა.

ამას გარდა, ინტენსიურმა ვარჯიშმა შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის გაუყწლოება, თუ ვარჯიშისას სათანადო რაოდენობით წყალს არ მივიღებთ.

წყალთან ერთად ორგანიზმიდან გამოდის ნატრიუმი. მისი დანაკრგი იწვევს დაღლილობას, თავის ტკივილსა და თავბრუსხვევას. მნიშვნელოვანია წყლის ბალანსის სწორად შევსება. წყალი უნდა დავლიოთ მცირე მოცულობის ულუფებად მთელი ვარჯიშის განმავლობაში. წყალი არ უნდა იყოს ძალიან ცივი. იხილეთ სრულად

myquiz