"დაბინძურება ყველაზე საშიში ჩვენთანაა, ვინაიდან აკუმულაცია, ძირითადად, ჩვენს სანაპიროზე მოხდება" - როდიდან შეიძლება ველოდოთ შავი ზღვის დაბინძურებას | Allnews.Ge

"დაბინძურება ყველაზე საშიში ჩვენთანაა, ვინაიდან აკუმულაცია, ძირითადად, ჩვენს სანაპიროზე მოხდება" - როდიდან შეიძლება ველოდოთ შავი ზღვის დაბინძურებას

ხერ­სო­ნის ოლ­ქში კა­ხოვ­კის ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რის აფეთ­ქე­ბის შემ­დეგ ეკო­ლო­გე­ბი ში­შო­ბენ, რომ როცა შავ ზღვა­ში მდი­ნა­რის წყლის ასე­თი დიდი ნა­კა­დი ჩა­იღ­ვრე­ბა, შავი ზღვის წყა­ლი გამ­ტკნარ­დე­ბა და ზღვის ეკო­სის­ტე­მას საფრ­თხე და­ე­მუქ­რე­ბა. შე­საძ­ლოა გა­ნად­გურ­დეს მა­რი­ლი­ა­ნი წყლის თევ­ზე­ბის თუ წყალმცე­ნა­რე­ე­ბის არა­ერ­თი სა­ხე­ო­ბა. შავი ზღვა თა­ვის აკ­ვა­ტო­რი­ა­ში გა­ზა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მტკნა­რი წყლით რამ­დე­ნი­მე ათე­ულ კი­ლო­მეტრზე, რაც გა­მო­იწ­ვევს მისი უამ­რა­ვი ბი­ნად­რის და­ღუპ­ვას ათე­უ­ლო­ბით კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბი­თაც. ოკე­ა­ნო­ლო­გი, ეროვ­ნუ­ლი აკა­დე­მი­ის აკა­დე­მი­კო­სი, ნა­პირ­დაც­ვის პრობ­ლე­მე­ბის შემ­სწავ­ლე­ლი მეც­ნი­ე­რი ნო­დარ წივ­წი­ვა­ძე არ გა­მო­რი­ცხავს, რომ შავ ზღვა­ში მოხ­ვდე­ბა დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ტოქ­სი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, საწ­ვა­ვი, ზე­თე­ბი და ცხო­ველ­თა ლე­შის ბაქ­ტე­რი­ე­ბი, რაც სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­მო­იწ­ვევს ინ­ფექ­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბას, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­შიც.

- ჩვე­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მო­ნი­ტო­რინგს აწარ­მო­ე­ბენ და ჯერ უც­ნო­ბია, რა სი­ტუ­ა­ცია შე­იქ­მნე­ბა. გა­აჩ­ნია, ზღვა­ში დამ­ბინ­ძუ­რებ­ლე­ბის რო­გო­რი კონ­ცენ­ტრა­ცია იქ­ნე­ბა. და­ბინ­ძუ­რე­ბა არის მე­ქა­ნი­კუ­რი, ბი­ო­ლო­გი­უ­რი, ქი­მი­უ­რი, ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გი­უ­რი, შე­იძ­ლე­ბა ნან­გრე­ვე­ბი­თაც იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი, ხის მერ­ქნის მა­სა­ლით, მო­ტივ­ტი­ვე საგ­ნე­ბით, სა­მე­ურ­ნეო ნაგ­ვის ნარ­ჩე­ნე­ბით, ქა­ღალ­დით და ა.შ. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, კაშხლის აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად ზღვის ყვე­ლა სა­ხის და­ბინ­ძუ­რე­ბაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი - ჩვენ არ ვი­ცით, რა რა­ო­დე­ნო­ბის პი­რუ­ტყვი, ადა­მი­ა­ნი ან ფრინ­ვე­ლია და­ხო­ცი­ლი, რომ­ლე­ბიც წყალ­ში ლპე­ბი­ან. მარ­თა­ლია, ზღვის წყა­ლი მა­რი­ლი­ა­ნია და ერ­თგვა­რი და­კონ­სერ­ვე­ბა ხდე­ბა, მაგ­რამ გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რო­გორ მოქ­მე­დე­ბენ მერე წარ­მოქ­მნი­ლი ლპო­ბის პრო­დუქ­ტე­ბი მწვა­ნე მცე­ნა­რე­ებ­ზე, ცი­ა­ნო­ბაქ­ტე­რი­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც ტოქ­სი­კუ­რე­ბი არი­ან - ანა­ბე­ა­ნა, მიკ­რო­ცის­ტი და ნო­დუ­ლა­რია ისე­თი სა­ში­ნე­ლი წყალმცე­ნა­რე­ე­ბი არი­ან, რო­მელ­თა წი­ნა­აღ­მდეგ ან­ტი­დო­ტიც არ არ­სე­ბობს. ამ მცე­ნა­რე­ე­ბით გაყ­ვა­ვილ­და ერის ტბა ამე­რი­კის კონ­ტი­ნენტზე ისე, რომ ხალ­ხს რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სუფ­თა წყა­ლი არ ჰქონ­და. ეს წყალმცე­ნა­რე­ე­ბი არის შავ ზღვა­შიც. ისი­ნი დუ­ნა­ის სა­ნა­პი­რო­ზე წარ­მო­იქ­მნა, ტივ­ტი­ვებს და მთელ შავ ზღვა­ში შე­იძ­ლე­ბა შეგ­ვხვდეს.

და­ბინ­ძუ­რე­ბა სა­ა­თის ის­რის მი­მარ­თუ­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მოძ­რა­ობს: გა­ივ­ლის რუ­მი­ნეთს, ბულ­გა­რეთს, თურ­ქეთს და შემ­დეგ ჩვენ­კენ წა­მო­ვა. ამას­თან, და­ბინ­ძუ­რე­ბა ყვე­ლა­ზე სა­ში­ში ჩვენ­თა­ნაა, ვი­ნა­ი­დან აკუ­მუ­ლა­ცია, ძი­რი­თა­დად, ჩვენს სა­ნა­პი­რო­ზე მოხ­დე­ბა. შე­საძ­ლოა და­ბინ­ძუ­რე­ბამ გა­მო­იწ­ვი­ოს ცი­ა­ნო­ბაქ­ტე­რი­ე­ბის წარ­მოქ­მნა - ეს ლურჯ-მწვა­ნე მიკ­როს­კო­პუ­ლი ორ­გა­ნიზ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ძი­რი­თა­დად აზო­ტი­სა და ფოს­ფო­რის გარ­კვე­უ­ლი პრო­ცენ­ტუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით წარ­მო­იქ­მნე­ბი­ან წყალ­ში, მერე ეფა­რე­ბი­ან წყლის ზე­და­პირს და, პრაქ­ტი­კუ­ლად, მზის სი­ნათ­ლე ქვე­ვით აღარ გა­დის, რის შე­დე­გა­დაც იქ თუ რო­მე­ლი­მე ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მე­ბია, ზოგი იღუ­პე­ბა, ზო­გიც იწამ­ლე­ბა. შე­იძ­ლე­ბა დიდი რა­ო­დე­ნო­ბით თევ­ზის მოხ­მა­რე­ბამ ადა­მი­ან­ში გა­მო­იწ­ვი­ოს ბაქ­ტე­რი­ე­ბის აკუ­მუ­ლა­ცია ორ­გა­ნიზ­მში და ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გი დად­გეს. ერთ თევზს ბაქ­ტე­რი­ე­ბი ვერ ერე­ვა, მაგ­რამ რო­დე­საც ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში რამ­დე­ნი­მე თევ­ზის ტოქ­სი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა მოხ­ვდე­ბა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ძა­ლი­ან ავ­ნებს.

batumi2-1687707253-70799-1688366656.jpg

- რო­დი­დან უნდა ვე­ლო­დოთ ჩვენს სა­ნა­პი­რო­ზე და­ბინ­ძუ­რე­ბის ნიშ­ნებს?

- ზღვის და­ბინ­ძუ­რე­ბის გამო შე­საძ­ლოა ინ­ფექ­ცი­ე­ბიც გავ­რცელ­დეს. ჩვე­ნე­ბი აწარ­მო­ე­ბენ პერ­მა­ნენ­ტულ მო­ნი­ტო­რინგს დამ­ბინ­ძუ­რებ­ლებ­ზე - ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გი­უ­რი იქ­ნე­ბა, მე­ქა­ნი­კუ­რი, რა­დი­აქ­ტი­უ­რი თუ სხვა. ვფიქ­რობ, ამ პრობ­ლე­მას გა­უმკლავ­დე­ბი­ან. ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია ჰიდ­რო­დი­ნა­მი­კურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე - იქ­ნე­ბა ღელ­ვა, გაძ­ლი­ერ­დე­ბა თუ არა ჩვენ­კენ მო­მა­ვა­ლი ნა­კა­დე­ბი და ა.შ. ივ­ლი­სის შუა რი­ცხვე­ბი­დან აგ­ვის­ტოს ჩათ­ვლით სა­შიშ­რო­ე­ბა არის, შე­საძ­ლოა ეს სექ­ტემ­ბერ­შიც გაგ­რძელ­დეს და ოქ­ტომ­ბრამ­დე მი­აღ­წი­ოს. ამ ყვე­ლა­ფერს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს დამ­ბინ­ძუ­რებ­ლე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცი­ა­ზე, რომ­ლე­ბიც ჩვე­ნამ­დე მო­აღ­წევს. თუ ამის ნიშ­ნებს მი­ვი­ღებთ, შე­იძ­ლე­ბა აიკ­რძა­ლოს ზღვა­ში ჩას­ვლა.

- რო­გორც ვი­ცით, ზღვას თვით­გაწ­მენ­დის უნა­რი აქვს.

- ზღვას თვით­გაწ­მენ­დის უნა­რი სწრა­ფი აქვს, მით უმე­ტეს, რო­დე­საც ჰიდ­რო­დი­ნა­მი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია გარ­თუ­ლე­ბუ­ლია, ანუ ტალ­ღუ­რი მოძ­რა­ო­ბაა და ტალ­ღუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბით ხდე­ბა წყლის გან­ზა­ვე­ბა - ის შლის რა­ღაც ნივ­თი­ე­რე­ბებს, ზოგ­საც ზღვა­ში არ­სე­ბუ­ლი ბაქ­ტე­რი­ე­ბი მო­იხ­მა­რენ და შლი­ან. სა­ჭი­როა გარ­კვე­ვა, რა და­ბინ­ძუ­რე­ბა რა რა­ო­დე­ნო­ბით მო­დის, რა ფლო­რა და ფა­უ­ნა გვაქვს, იქთი­ო­ფა­უ­ნი­დან რო­მე­ლი მო­იხ­მარს ბაქ­ტე­რი­ებს, რო­მე­ლი - არა. თურ­ქე­ბი უფრო მე­ტად არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი თევ­ზჭე­რით, მერე პრო­დუქტს ისევ ჩვენს ბა­ზარ­ზე გა­ყი­დი­ან. არა მარ­ტო თევ­ზი, სა­ში­ში ხდე­ბა და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ზღვის მცე­ნა­რე­ე­ბი და სხვა პრო­დუქ­ტე­ბიც. ამი­ტომ, სა­ნამ ზღვა და­იწ­მინ­დე­ბა, ჯო­ბია, ამ პე­რი­ოდ­ში ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნის პრო­დუქ­ტით ვი­სარ­გებ­ლოთ.თვით­გაწ­მენ­და და­მო­კი­დე­ბუ­ლია და­ბინ­ძუ­რე­ბის სა­ხე­ზე - მე­ქა­ნი­კუ­რი იქ­ნე­ბა, ქი­მი­უ­რი, მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­უ­რი თუ სხვა. ჩვე­ნი სამ­სა­ხუ­რე­ბი დღე­და­ღამ თვალს ადევ­ნე­ბენ ყვე­ლა დამ­ბინ­ძუ­რე­ბელს, რომ­ლე­ბიც ნე­იტ­რა­ლუ­რი წყლე­ბი­დან ჩვენ­კენ მო­ე­მარ­თე­ბა.

- შე­საძ­ლე­ბე­ლია და­ბინ­ძუ­რე­ბამ ჩვე­ნამ­დე არ მო­აღ­წი­ოს?

- შე­საძ­ლოა არც მო­აღ­წი­ოს, ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია გა­რე­მო პი­რო­ბებ­ზე, ტალ­ღურ რე­ჟიმ­ზე, სა­ი­დან და რა მი­მარ­თუ­ლე­ბის ტალ­ღე­ბი წა­მო­ვა. შე­საძ­ლოა და­ბინ­ძუ­რე­ბა ჩვე­ნამ­დე სწრა­ფა­დაც მო­ვი­დეს. დიდ აფეთ­ქე­ბებს თან ახ­ლავს ხოლ­მე მი­წის ქერ­ქის ფე­ნის ძვრე­ბი და შე­საძ­ლოა სა­დღაც რა­ღაც გა­ირ­ღვა, გას­კდა, წა­მო­ვი­და წყა­ლი და წა­მო­ი­ღო სი­ბინ­ძუ­რეც. ავა­რი­ამ შე­საძ­ლოა მის სი­ახ­ლო­ვეს ეკო­კა­ტას­ტრო­ფაც გა­მო­იწ­ვი­ოს, მაგ­რამ ეს რამ­დე­ნად მოვა ჩვე­ნამ­დე, არა­ვინ იცის. გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, წყა­ლი იმ­დე­ნად და­ბინ­ძურ­დეს, შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ე­ბი და­ი­კე­ტოს. ეს ტუ­რის­ტულ სე­ზონ­საც და­ა­ზა­რა­ლებს. ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია ჩვე­ნი ეკო­ლო­გი­უ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფის ოპე­რა­ტი­ულ და ეფექ­ტურ მუ­შა­ო­ბა­ზე, რამ­დე­ნად სწრა­ფად გა­ა­კე­თე­ბენ ანა­ლი­ზებს, ჩა­ა­ტა­რე­ბენ მო­ნი­ტო­რინგს და რამ­დე­ნად სწრა­ფად მი­აწ­ვდი­ან ინ­ფორ­მა­ცი­ას დამ­სვე­ნებ­ლებ­საც და მო­სახ­ლე­ო­ბა­საც.

ნუგ­ზარ პა­პუ­ნი­ძე, აჭა­რის გა­რე­მოს დაც­ვი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი მარ­თვის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი:

- გა­რე­მოს დაც­ვი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის სამ­მარ­თვე­ლომ ზღვის წყლის ხა­რის­ხობ­რივ მაჩ­ვე­ნებ­ლებ­ზე მო­ნი­ტო­რინ­გის პროგ­რა­მით სარ­ფი-ჩო­ლო­ქის მო­ნაკ­ვეთ­ზე 7 წერ­ტილ­ში (ბა­თუ­მის ცენ­ტრა­ლუ­რი პლა­ჟი, აკ­ვა­პარ­კის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია, კვა­რი­ა­თი, სარ­ფი, ქო­ბუ­ლე­თის ცენ­ტრა­ლუ­რი პლა­ჟი, ბო­ბოყ­ვა­თის მიმ­დე­ბა­რე ტე­ი­ტო­რია და მწვა­ნე კონ­ცხი) ზღვის წყლის ბაქ­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რა და ზღვის წყლის ხა­რის­ხი მთელ პე­რი­მეტრზე 7-ვე წერ­ტილ­ში და­საშ­ვე­ბი ნორ­მის ფარ­გლებ­შია და გა­სუ­ლი წლის მაჩ­ვე­ნებ­ლებ­თან შე­და­რე­ბით გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია. კვლე­ვე­ბი ტარ­დე­ბა შემ­დეგ მაჩ­ვე­ნებ­ლებ­ზე: ნაწ­ლა­ვის ჩხი­რის ჯგუ­ფის ბაქ­ტე­რი­ე­ბი, ლაქ­ტო­ზა­და­დე­ბი­თი ნაწ­ლა­ვის ჩხი­რე­ბი, ენ­ტე­რო­კო­კი, კო­ლი­ფა­გე­ბი, სალ­მო­ნე­ლას ბაქ­ტე­რი­ე­ბი. იხილეთ სრულად

myquiz