"არ მჯერა, რომ ეს გრძელი პროცესი დასრულდა" - გურამ შეროზია ახალგარემონტებული ბინის ფოტოებს ასაჯაროებს | Allnews.Ge

"არ მჯერა, რომ ეს გრძელი პროცესი დასრულდა" - გურამ შეროზია ახალგარემონტებული ბინის ფოტოებს ასაჯაროებს

ჟურნალისტი და ბლოგერი გურამ შეროზია ახალგარემონტებული ბინის ფოტოებს აქვეყნებს. მისი თქმით, ინტერიერის დიზაინზე ცნობილმა დიზაინერმა პეპიმ იზრუნა, რომლის ფერადი შტრიხები ნამდვილად ადვილად გამოსაცნობია ჩვენი მკითხველისთვის. ბლოგერი ამბობს, რომ უჭირს კიდეც ასეთი ბინის გაქირავება.

357067118-10224002738083204-184426047228260487-n-1688197915.jpg

"არ მჯერა, რომ ეს გრძელი პროცესი დასრულდა, მაგრამ ახლა მაქვს კი არა და მყავს სახლი, რომელიც ძალიან მიყვარს, მაფერადებს, მავსებს და ძალიან მენანება გასაქირავებლად.ვინც ნამყოფი ხართ აქ ჩემი სტუდენტობისას - ამ სხვაობით გაოცდებით, ყველა კუთხე ათვისებულია, ფერადი და ბედნიერებას ასხივებს, ხანდახან მინი მუზეუმი მგონია.

357067216-10224002743563341-7515464928320514833-n-1688197926.jpg

დიდი მადლობა ყველაზე მაგარ დიზაინერს - პეპი გრძელიწინდას, რომელმაც საოცრებები ჩაატარა და ეს დიზაინი მივიღეთ! ამის გარდა, მეხმარებოდა სად რა შემეძინა, ვინ გამიკეთებდა, სად რა აჯობებდა და ფაქტობრივად "პრარაბის" როლიც შეითავსა, ასე რომ, უბრალოდ მიეცით გასაღები და აჩვენეთ სახლი - დანარჩენი უკვე მან იცის".

357080330-10224002740123255-949966588283366286-n-1688197940.jpg

იხილეთ სრულად