"არ სჯეროდათ ჩემი წარმატების" - ქართველი ფოტოგრაფის თავბრუდამხვევი მოღვაწეობა ამერიკაში | Allnews.Ge

"არ სჯეროდათ ჩემი წარმატების" - ქართველი ფოტოგრაფის თავბრუდამხვევი მოღვაწეობა ამერიკაში

მისი კომ­პა­ნია უდი­დეს­სა და უმ­დიდ­რეს ივენ­თებ­სა და ღო­ნის­ძი­ე­ბებს უძღვე­ბა ისეთ ცნო­ბილ ჰო­ლებ­ში, რო­გო­რიც არის - გო­თემ ჰოლი, კიპ­რი­ა­ნი, ლასთ ჰა­უ­სი ჩელ­სი, ლინ­კოლ­ნის ცენ­ტრი, პლა­ზა ჰო­ტე­ლი და ასე შემ­დეგ... იქ შეხ­ვედ­რია ისეთ ცნო­ბილ მეგა არ­ტის­ტებს, რო­გო­რიც არი­ან - ქარ­დი ბი , ფეტ ჯო , დი­ჯეი ქა­ლედ, ჯონი მარ­ტი­ნო (ნათ­ლი­მა­მი­დან)... ამის გარ­და კი­დევ ბევ­რი მიღ­წე­ვე­ბი აქვს და თა­ვის ცხოვ­რე­ბის, მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­სა­ხებ მიშო მა­იკლ გო­გი­ძე ამე­რი­კი­დან გვე­სა­უბ­რა...

- მიშო, რო­გორ გახ­სენ­დე­ბათ ბავ­შვო­ბა?

- ალ­ბათ, რო­გორც ჩემი თა­ო­ბის ყვე­ლა ახალ­გაზ­რდის­თვის, ჩემ­თვი­საც ცოტა მძი­მე იყო 90-იანი წლე­ბის ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბა. გა­მი­მარ­თლა, ისეთ ოჯახ­ში რომ და­ვი­ბა­დე, სა­დაც გა­ნათ­ლე­ბა და კულ­ტუ­რა ყვა­ო­და. შე­სა­ბა­მი­სად, ჩემი აღ­ზრდაც ამ კუ­თხით მი­დი­ო­და... ბე­ბია და ბა­ბუა მეც­ნი­ე­რე­ბი იყ­ვნენ, მამა კომ­პო­ზი­ტო­რი და მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რია, დედა ის­ტო­რი­კო­სი...…

gogidze999-59291-1688197604.jpeg

- სკო­ლის პე­რი­ო­დი რო­გო­რი იყო?

- სკო­ლის პე­რი­ო­დი ცოტა მტკივ­ნე­უ­ლად მახ­სოვს, რად­გან ოთხჯერ მო­მი­წია სკო­ლის შეც­ვლა. ახა­ლი გა­რე­მო, ახა­ლი მე­გობ­რე­ბი... თუმ­ცა ახლა ვხვდე­ბი, რომ სკო­ლი­დან ძა­ლი­ან დიდი სა­მე­გობ­რო შე­ვი­ძი­ნე. დღემ­დე მომ­ყვე­ბა ეს სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი. კარ­გად ვსწავ­ლობ­დი, ასე­ვე ფორ­ტე­პი­ა­ნოს და ვი­ო­ლი­ნოს ვე­უფ­ლე­ბო­დი. მა­ღალ კლა­სებ­ში გი­ტა­რის შეს­წავ­ლით და­ვინ­ტე­რეს­დი, რაც სტუ­დენ­ტო­ბის დრო­საც გა­ვაგ­რძე­ლე... შემ­დეგ დღე­ვან­დელ­მა პრო­ფე­სი­ამ - ფო­ტოგ­რა­ფი­ამ და სი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ამ რე­ჟი­სუ­რას­თან ერ­თად ყვე­ლა­ფერს გა­დაძ­ლია და იქ ვარ, სა­დაც უნდა ვიყო.

- ფო­ტოგ­რა­ფია რო­დის და­ი­წყეთ?

- ზო­გა­დად სი­უ­ჟე­ტუ­რი ფოტო-ხედ­ვა ბავ­შვო­ბი­დან მქონ­და, ვი­ღებ­დი პორ­ტრე­ტებს, პე­ი­ზა­ჟებს, ჩა­ნა­ხა­ტებს... რა თქმა უნდა, მოყ­ვა­რუ­ლი ფოტო კა­მე­რე­ბით, მაგ­რამ ერთ მშვე­ნი­ერ დღეს, უკვე სტუ­დენტს, ახალ წელს სა­ჩუ­ქა­რი დამ­ხვდა, რო­მე­ლიც მა­მამ მო­მი­ძღვნა. გავ­ხსე­ნი და იმ დრო­ის­თვის ყვე­ლა­ზე სუ­პერ აპა­რა­ტი აღ­მოჩ­ნდა. აი აქე­დან უკვე და­ი­წყო ჩემი პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდა, გან­ვი­თა­რე­ბა და ეს ხე­ლოვ­ნე­ბა ამ­ყავს მეც­ნი­ე­რულ დო­ნე­ზე.

axali-61434-1688197625.jpeg

- სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­რი­ე­რა რო­გორ აი­წყვეთ?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა თით­ქმის ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით გავ­შა­ლე. ეს ეხე­ბო­და რო­გორც დი­ზა­ი­ნე­რებ­თან და მო­დე­ლებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, ასე­ვე კერ­ძო და კო­მერ­ცი­ულ ფო­ტოგ­რა­ფი­ას. მქონ­და ჩემი ფოტო სტუ­დი­აც. მინ­და აღ­ვნიშ­ნო ჩემი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა დი­ზა­ი­ნერ ლაშა დევ­და­რი­ან­თან, რო­მე­ლიც ჟურ­ნალ "ბო­მონდში" და­ი­ბეჭ­და. ასე­ვე კო­ლა­ბო­რა­ცი­ე­ბი დი­ზა­ი­ნერ ნი­კო­ლას­თან, რო­მე­ლიც ბევ­რჯერ გა­შუ­ქე­ბუ­ლა სხვა­დას­ხვა ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში.

myquiz