ესპრესო უფრო საზიანოა მამაკაცებისთვის, ვიდრე ქალებისთვის - რას აცხადებენ მკვლევარები? | Allnews.Ge

ესპრესო უფრო საზიანოა მამაკაცებისთვის, ვიდრე ქალებისთვის - რას აცხადებენ მკვლევარები?

ცნობილია, რომ ყავაში შემავალი ბუნებრივი ქიმიკატები, კაფესტოლი და კავეოლი, ზრდის სისხლში ქოლესტერინის დონეს.თუმცა, როგორც ნორვეგიის არქტიკული უნივერსიტეტის მკვლევარებმა გაარკვიეს, ეს ეფექტი დამოკიდებულია ყავის მომხმარებელთა სქესზე და სასმელის მომზადების მეთოდზე.

მეცნიერებმა გააანალიზეს ნორვეგიის ქალაქ ტრომსოს 21000-ზე მეტი მაცხოვრებლის მონაცემები. მამაკაცებმა და ქალებმა, რომელთა საშუალო ასაკი 56 წელი იყო, 2015-2016 წლებში ყავის მოხმარების შესახებ კითხვებს უპასუხეს. მონაწილეებს ჰკითხეს, დღეში რამდენ ფინჯან ყავას სვამდნენ და როგორ ურჩევნიათ სასმელის მომზადება. მონაწილეებმა ასევე ჩააბარეს სისხლის ნიმუშები ანალიზისთვის და მიაწოდეს ინფორმაცია მათი ცხოვრების წესის, კვების, ფიზიკური აქტივობის, განათლების დონისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

შეგროვებული ინფორმაციის ანალიზმა აჩვენა, რომ ყველაზე დიდი სქესობრივი განსხვავება სისხლში ქოლესტერინის დონის მატებასთან დაკავშირებით დაფიქსირდა ესპრესოს მიღებისას. იმ მონაწილეებთან შედარებით, რომლებიც საერთოდ არ სვამდნენ ესპრესოს, დღეში ასე მომზადებული 3-5 ფინჯანი ყავა ასოცირდება სისხლში ქოლესტერინის კონცენტრაციის მატებასთან 0,09 მმოლ/ლიტრით ქალებში და 0,16 მმოლ/ლიტრით მამაკაცებში. იხილეთ სრულად

myquiz