დაკავებულია ელისო ცუცქირიძე: ქალი, რომელსაც ასობით ადამიანი თანხის თაღლითურად მითვისებას ედავება - რა ვიცით მასზე? | Allnews.Ge

დაკავებულია ელისო ცუცქირიძე: ქალი, რომელსაც ასობით ადამიანი თანხის თაღლითურად მითვისებას ედავება - რა ვიცით მასზე?

AMBEBI.GE-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხალ­ხის მიერ თაღ­ლი­თო­ბა­ში და­და­ნა­შა­უ­ლე­ბუ­ლი ელი­სო ცუც­ქი­რი­ძე წუ­ხელ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და­ა­კა­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას ძა­ლოვ­ნე­ბი 10 წლის წი­ნან­დელ საქ­მეს ედა­ვე­ბი­ან. საქ­მე შე­ე­ხე­ბა ქუ­თა­ი­სის ეპი­ზოდს, სა­დაც ასე­ვე ად­გი­ლი ჰქონ­და თაღ­ლი­თუ­რად თან­ხის მით­ვი­სე­ბის ფაქ­ტებს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო და­კა­ვე­ბა­სა და ბრალ­დე­ბა­ზე ოფი­ცი­ა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას, სა­ვა­რა­უ­დოდ, უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში გა­ავ­რცე­ლებს.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ე.წ. მაკ­ლე­რე­ბის ჯგუ­ფის მოქ­მე­დე­ბის სქე­მა­ზე უკვე დიდი ხა­ნია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უამ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბო­და და ელი­სო ცუც­ქი­რი­ძის სა­ხე­ლი ბევ­რის­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბია. ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის და სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფებ­ში და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ელი­სო ცუც­ქი­რი­ძეს­თან ერ­თად პირ­და­პირ ამ­ხე­ლენ მის ქა­ლიშ­ვილს ნა­თია ცუც­ქი­რი­ძეს და მზია ბარ­კა­ლა­ი­ას. ისი­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­უ­წო­დე­ბენ არ ენ­დონ თაღ­ლით მაკ­ლე­რებს და მათ მსგავ­სად არ და­ზა­რალ­დნენ.

ელი­სო ცუც­ქი­რი­ძის სქე­მა:

ის ეძებს ბი­ნის გი­რავ­ნო­ბის მსურ­ველ კლი­ენტს, სთა­ვა­ზობს კარგ პი­რო­ბებს, თან­ხის სა­ნაც­ვლოდ უდე­ბენ მი­წას, რო­მე­ლიც მი­ზე­რუ­ლი თან­ხა ღირს, ადა­მი­ა­ნე­ბი აწე­რენ შე­თან­ხმე­ბას ხელს ისე, რომ მი­წის ღი­რე­ბუ­ლე­ბას და ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბას არ სწავ­ლო­ბენ, იდე­ბა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ნო­ტა­რი­უ­ლად, თან­ხას იღებს მაკ­ლე­რი და რე­ა­ლუ­რად შე­დი­ან დამ­გი­რა­ვებ­ლე­ბი სხვის ბი­ნა­ში, რო­მელ­თა­ნაც ცალ­კე მო­ლა­პა­რა­კე­ბას აწარ­მო­ე­ბენ ჯგუ­ფის სხვა წევ­რე­ბი, ცხოვ­რო­ბენ იმ ბი­ნა­ში დამ­გი­რა­ვებ­ლე­ბი, ქი­რას მათი მი­ცე­მუ­ლი ფუ­ლი­დან რამ­დე­ნი­მე თვე იხ­დის თაღ­ლი­თი, რამ­დე­ნი­მე თვე­ში, ზოგ­ჯერ უფრო მა­ლეც, როცა ის აღარ გა­და­იხ­დის თან­ხას, მა­შინ იწყე­ბა პრობ­ლე­მა. ბი­ნის მე­პატ­რო­ნე ითხოვს მისი ბი­ნი­დან მდგმუ­რის გას­ვლას, დამ­გი­რა­ვე­ბე­ლი არ გა­დის, მა­შინ აღ­მო­ა­ჩენს დამ­გი­რა­ვე­ბე­ლი, რომ იმ მი­წის ფა­სიც, რაც ჩა­ი­დო უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად თა­ვი­სი თან­ხის, არის ძა­ლი­ან და­ბა­ლი და ადა­მი­ა­ნი რჩე­ბა მო­ტყუ­ე­ბუ­ლი.

ჩვენ თით­ქმის ორი კვი­რა ვმუ­შა­ობ­დით, რომ ამ საქ­მე­ზე მა­სა­ლა მოგ­ვემ­ზა­დე­ბი­ნა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში გვე­უბ­ნე­ოდ­ნენ, რომ აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი. ბუ­ნებ­რი­ვია ელი­სო ცუც­ქი­რი­ძეს და მზია ბარ­კა­ლა­ი­ა­საც და­ვუ­კავ­შირ­დით, რომ­ლე­ბიც დაგ­ვე­მუქრნენ, რომ თუ მა­სა­ლას დავ­წერ­დით "პა­სუ­ხის გვა­გე­ბი­ნებ­დნენ". რა თქმა უნდა ამის შემ­დეგ ჩვენ საქ­მის კურ­სში ჩა­ვა­ყე­ნეთ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი დი­დუ­ბე ჩუ­ღუ­რე­თის პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბას­თა­ნაც შე­იკ­რიბ­ნენ და მო­ი­თხო­ვეს დამ­ნა­შა­ვის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მა, დღეს, მისი და­კა­ვე­ბის შემ­დეგ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი კი­დევ ერთხელ მივ­ლენ პო­ლი­ცი­ას­თან, რად­გან მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცუც­ქი­რი­ძის და­კა­ვე­ბა სხვა საქ­მეს უკავ­შირ­დე­ბა და ისი­ნი მო­ი­თხო­ვენ და­მა­ტე­ბით ამ საქ­მე­ებ­ზეც წა­ე­ყე­ნოს მას და მის სხვა თა­ნამ­ზრახ­ვე­ლებს ბრალ­დე­ბა.

ელი­სო ცუც­ქი­რი­ძის სქე­მას დღეს უამ­რა­ვი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ჰყავს, ის პი­რე­ბი, რო­მელ­თაც ბი­ნის და­გი­რა­ვე­ბა სურ­დათ და ძლივს შე­ა­კო­წი­წეს ამის­თვის თან­ხე­ბი და ასე­ვე უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მე­პატ­რო­ნე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ბი­ნებს აქი­რა­ვე­ბენ და რო­მელ­თათ­ვის ეს შე­მო­სავ­ლის წყა­როა. ისი­ნი სა­კუ­თა­რი ბი­ნი­დან მდგმუ­რებს ვერ ასახ­ლე­ბენ იმის გამო, რომ ბი­ნა­ში მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი თაღ­ლი­თის მსხვერ­პლე­ბი არი­ან. ბი­ნის მე­სა­კუთ­რე­ებს პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი ეუბ­ნე­ბი­ან, რომ ბი­ნი­დან ვე­რა­ვის გა­ა­სახ­ლე­ბენ, ბი­ნა­ში თუ შევ­ლენ, უკა­ნო­ნოდ შეჭ­რის გამო თა­ვად მე­პატ­რო­ნეს და­ი­ჭე­რენ. ბი­ნის მე­პატ­რო­ნე­ე­ბი პო­ლი­ცი­ა­სა და სა­აღ­სრუ­ლე­ბო ბი­უ­რო­ში დარ­ბი­ან იმ იმე­დით, რომ ძა­ლოვ­ნებ­თან სა­მარ­თალს იპო­ვი­ან, მაგ­რამ იქი­და­ნაც იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლე­ბი გა­მო­დი­ან.

blobid0-36690-1688109787.jpg

ელი­სო ცუც­ქი­რი­ძე

ნინო ოსა­ძე, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი:

- 2018 წელს აღ­მოვ­ჩნდი ელი­სო ცუც­ქი­რი­ძეს­თან, ჩემი თა­ნამ­შრომ­ლის შვილს ჰქონ­და ამ სქე­მით ბინა და­გი­რა­ვე­ბუ­ლი და მან და­მა­კავ­ში­რა. თავ­და­პირ­ვე­ლად ელი­სოს 7500 დო­ლა­რი მი­ვე­ცი, ნა­ტა­ნე­ბის მიწა ჩა­მი­დო და ნო­ტა­რი­ა­ლუ­რად გა­ვა­ფორ­მე ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა. არც ის მიწა მი­ნა­ხავს, რა­ტომ­ღაც სი­ტყვა­ზე ვენ­დე. ფო­თის ქუ­ჩა­ზე ჰქონ­და მა­შინ ოფი­სი. შე­ვე­დი ბი­ნა­ში და დიდ ხანს ბი­ნის მე­პატ­რო­ნე­საც არ ვიც­ნობ­დი, რად­გან იხ­დი­და ქი­რას, მერე ელი­სომ ფუ­ლის და­მა­ტე­ბა მომ­თხო­ვა, თუ ვა­დის გაგ­რძე­ლე­ბა გინ­და, ფული უნდა და­ა­მა­ტოო. ვუ­თხა­რი, რომ ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა მქონ­და და არ მქონ­და შან­სი თან­ხა და­მე­მა­ტე­ბი­ნა. ამ­ბობ­და რომ თან­ხა ცოტა იყო და მა­შინ მი­წის ნაკ­ვე­თი გავ­ყოთ შუ­ა­ზე და ნა­ხე­ვაფრს გა­გი­ფორ­მე­ბო, ამა­ზეც დავ­თანხდი... 2022 წლის მარ­ტი­დან და­ი­წყო პრობ­ლე­მე­ბი, ქი­რას აღარ იხ­დი­და.

თქვენ სა­სა­ცი­ლო თან­ხა­ში ხართ, "სე­მი­ჩკის" ფუ­ლია ჩემ­თვის 7500 დო­ლა­რი და თუ არ და­მი­მა­ტებთ თან­ხას, ბინა და­მი­ცა­ლე­თო. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ისე მოგ­ვიდ­გა, რომ სხვა გზა არ და­მი­ტო­ვა, მი­წის ნაკ­ვე­თი და­მიბ­რუ­ნე და გა­და­დი სეს­ხის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზეო, არა­ნა­ი­რი სა­შუ­ა­ლე­ბა არ მქონ­და, რომ თან­ხა და­მა­ტე­ბით მი­მე­ცა და დავ­თან­ხმდი ნაკ­ვე­თის დაბ­რუ­ნე­ბას. მე არ ვი­ცო­დი, რომ სეს­ხის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ჩემს თან­ხას ვერ და­ვიბ­რუ­ნებ­დი. ის ნაკ­ვე­თიც რაც ჩა­დე­ბუ­ლი იყო, ძა­ლი­ან მცი­რე თან­ხა ღირ­და, მაგ­რამ ის მი­ზე­რუ­ლი თან­ხაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ჩემ­თვის, ახლა გა­მო­დის, რომ სა­ერ­თოდ არა­ფე­რი აღარ მაქვს. იხილეთ სრულად