„ღვინის მუზეუმი სომხეთშია, საქართველოში არა, იმიტომ, რომ ბოთეები ვართ“ - რას აცხადებს ალეკო ელისაშვილი? | Allnews.Ge

„ღვინის მუზეუმი სომხეთშია, საქართველოში არა, იმიტომ, რომ ბოთეები ვართ“ - რას აცხადებს ალეკო ელისაშვილი?

„ქსენოფობიურად არ ვამბობ, ძალიან დიდი პატივისცემა მაქვს სომხებისადმი, იმიტომ, რომ მაგრად მომწონს მაგათი "ჟილკა". ღვინის მუზეუმი სომხეთშია, საქართველოში არა, იმიტომ, რომ ბოთეები ვართ და მთავრობა დაკავებულია ამ რაღაც მარაზმით, დასდევს და ვიღაცებს ურტყამს“, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

„დავდივარ და სულ ვწერ ვიდეოებს, რა შესაძლებლობებს ვუშვებთ ქვეყნიდან. საქართველო ხომ არის ღვინის სამშობლო, აქედან არაფერი ხეირი არ გვაქვს ჩვენ. ცოტა ღვინოს ვაკეთებთ, ისიც, მეტ-ნაკლები ხარისხით და არავის არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ რუსულმა ბაზარმა ჩვენი ღვინო და ვენახი გააფუჭა. ახლა გამოჩნდნენ კერძო მეღვინეები, რომლებიც მართლა ხარისხიან ღვინოს აწარმოებენ, ისეთს რომ ევროპაში გაიტან, თორემ, ახალ ზელანდიაში პირველად ვაზი ჩაიტანეს 200 წლის წინ და 10-ჯერ გვჯობიან ექსპორტით და ხარისხითაც. ყველასთან დიდი ბოდიში.

ღვინის ერთი მუზეუმი მანახეთ, წაგიყვანთ, ვიდეო მაქვს გადაღებული, გადაჭრილი გორა არის ერთი ადგილი, სადაც არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა და დადასტურდა, იპოვეს წიპწები და ღვინის ძმარი, აბა მიდით, ახლა იქაურობა რას ჰგავს, მარნეულთან ჯერ ვერ მიაგნებს, რომ მიაგნებს რა დახვდება, ხან ტრაქტორი ვარდება იმაში, ხან რა... ამ დროს ვინმემ ნახოს ბორდოს ღვინის მუზეუმი რა არის...

ქსენოფობიურად არ ვამბობ, ძალიან დიდი პატივისცემა მაქვს სომხებისადმი, იმიტომ, რომ მაგრად მომწონს მაგათი "ჟილკა", ღვინის მუზეუმი სომხეთშია, საქართველოში არა, იმიტომ, რომ ბოთეები ვართ და მთავრობა დაკავებულია ამ რაღაც მარაზმით, დასდევს და ვიღაცებს ურტყამს. ღვინის სამშობლოდან ღვინო უნდა გადიოდეს, უნდა მისჩქეფდეს და მთელი მსოფლიო ჩამოდიოდეს აქ, რომ ეს ჩვენი ღვინის ტრადიცია ნახონ, 8000-წლოვანი. სად უნდა ნახონ, მიხვალ და ლურჯი პარკებია გადაფარებული არქეოლოგიურ გათხრებზე. დამთავრებულიც არ არის“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

myquiz