600-მდე ჯიშის საკოლექციო ვარდი და უამრავი სხვა მცენარე - ბაღი გურჯაანიდან, რომელსაც ცოლ-ქმარი რუდუნებით უვლის | Allnews.Ge

600-მდე ჯიშის საკოლექციო ვარდი და უამრავი სხვა მცენარე - ბაღი გურჯაანიდან, რომელსაც ცოლ-ქმარი რუდუნებით უვლის

600-მდე ჯიშის საკოლექციო ვარდი და უამრავი სხვა მცენარე ნინო ზღაპარაძის ბაღს განსაკუთრებულს და დაუვიწყარს ხდის. ბაღი მეუღლის დახმარებით, საკუთარი გემოვნებით და ძალისხმევით გააშენა. აბობს, რომ ეს მხოლოდ დასწყისია და კიდევ ბევრი გეგმა და იდეა აქვს განსახორციელებელი.

- ვცხოვრობ კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში. პროფესიით მუსიკოსი, პიანისტი და ვოკალისტი ვარ. ამჟამად კოლექციონერი მებაღე გახლავართ.

- მოგვიყევით თქვენს ბაღზე...

- ბაღი გაშენებულია ჩემი საკუთარი სახლის ეზოში. ძირითადად ჩემი და ჩემი მეუღლის ხელით გაკეთდა და კეთდება აქ ყველაფერი. მაქვს 600-მდე ჯიშის საკოლექციო ვარდი და უამრავი სხვა მცენარე.

- რა სირთულეები ახლავს ბაღის გაშენებას და რამდენად დიდი ძალისხმევაა საჭირო ბაღის გასაშენებლად?

- პირადად ჩვენთვის ბაღის გაშენებას სირთულეები არ ახლავს. ერთადერთი პრობლემა ჩვენს მუნიციპალიტეტში მაინც სარწყავი წყლის უქონლობაა, თუმცა ესეც მოგვარებადია.

353074957-971084057274991-8972758572823461042-n-1688019726.jpg

- როგორ ახერხებთ, რომ ბაღს ასეთი ელფერი შეუნარჩუნოთ? დღის განმავლობაში რა დროს უთმობთ მის მოვლას და რა სამუშაოებს ატარებთ ხოლმე ბაღში ყოველდღიურად?

- ბაღს რომ ლამაზი ელფერი ჰქონდეს, ყოვლდღიური მოვლა და ყურადღება სჭირდება. ადრეული გაზაფხულიდან დავიწყეთ ბაღში სამუშაოები და ამ დრომდე გრძელდება. ამის შემდეგ შემოდგომამდე, მხოლოდ დაყვავილებული ყვავილების მოშორებით თუ ვიქნებით დაკავებული, რადგან სხვა არაფერი მძიმე სამუშაო აღარ ტარდება ზაფხულში.

355804751-785629953042806-368575294463099484-n-1688019735.jpg

- იყო მცენარე, რომელიც გარემო-პირობებს ვერ შეეგუა და ვერ ახარეთ?

- კი, არსებობს ჩვენი კლიმატისთვის შეუფერებელი მცენარეები, თუმცა გამოცდილებამ მაჩვენა, რომ ჯობია თავი შევიკავო ისეთი მცენარეებiის მოშენებისგან, რომელიც განსაზღვრულ პირობებს მოითხოვს. იხილეთ სრულად