10 ნიშანი იმისა, რომ თქვენი შვილი გენიოსი იზრდება | Allnews.Ge

10 ნიშანი იმისა, რომ თქვენი შვილი გენიოსი იზრდება

ყველა ბავშვი უნიკალურია და თითოეულ მათგანს განსხვავებული შესაძლებლობები აქვს. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც, საკუთარ ასაკთან შედარებით, უფრო განვითარებულები არიან და იმაზე მეტი შეუძლიათ, ვიდრე ეს ნორმაა. ჟურნალმა Reader's Digest-მა შეადგინა 10 ნიშანი, რომელთა დახმარებითაც შესაძლოა, მიხვდეთ, რომ თქვენი შვილი გენიოსი იზრდება:

დაჩქარებული განვითარება

განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვები ხშირად განვითარების ყველა ძირითად ეტაპს უფრო სწრაფად გადიან, ვიდრე მათი თანატოლები. მაგალითად, ისინი ძალიან ადრე იწყებენ ლაპარაკს და მათი ლექსიკაც სწრაფად იზრდება და მრავალფეროვნდება. ორი წლის ასაკში, ან კიდევ უფრო ადრეც, ასეთ ბავშვებს რთული წინადადებების თქმა შეუძლიათ, მკაფიოდ გამოხატავენ თავიანთ აზრს და სხვადასხვა საკითხის მიმართ გარკვეული ცოდნა აქვთ.

განმეორებად მოქმედებებს საკმაოდ ადრე და სწრაფად იმახსოვრებენ

განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვებს შესანიშნავი უნარი აქვთ, რომ განმეორებითი მოქმედებები შეამჩნიონ და თანატოლებთან შედარებით, გაცილებით სწრაფად დაიმახსოვრონ. მაგალითად, მათ შეუძლიათ, გაიხსენონ, ზუსტად რამდენი კუბი ეტევა სათამაშო სატვირთო ავტომობილში, ან კიდე ყურადღება მიაქციონ, იმას, რომ ავტობუსი სახლის წინ ერთსა და იმავე დროს ჩაივლის.

4-1687862608-1688015938.jpg

დაუშრეტელი ცნობისმოყვარეობა

ნიჭიერი ბავშვები მხოლოდ მათ გარშემო არსებული სამყაროთი არ ინტერესდებიან - მათ უმცირესი დეტალებიც კი აინტერესებთ და იმდენ შეკითხვას სვამენ, შესაძლოა, პასუხების გაცემას ვეღარ ასწრებდეთ. ასეთ ბავშვებს ყველაფერი, ზოგჯერ უცნაური რაღაცებიც აინტერესებთ. მაგალითად, სვამენ შეკითხვას როგორაა აწყობილი ტოსტერი, რას მიირთმევენ პლანეტის ძუძუმწოვრები და ასე შემდეგ.

აქვთ საყვარელი თემა, რომელზეც ყველაფერი იციან

ნიჭიერი ბავშვები ხშირად ირჩევენ თემას, ინტერესის სფეროს, რომელიც განსაკუთრებით მოსწონთ და მთლიანად იძირებიან ამ თემაში. ფაქტობრივად, ყველაფერი აინტერესებთ და ინფორმაციასაც აგროვებენ. მაგალითად, შესაძლოა, დინოზავრების ლათინური სახელები სრულიად თავისუფლად თქვან. ან კიდევ ისაუბრონ იმ სფეროზე, რომელიც განსაკუთრებით მოსწონთ და აინტერესებთ.

უფროსებთან, ან ასაკით დიდ ბავშვებთან ურთიერთობა უფრო მოსწონთ

ნიჭიერი ბავშვებისთვის შეიძლება, თანატოლებთან საერთო ენის პოვნა რთული იყოს, რადგანაც, როგორც წესი, მათ განსხვავებული ინტერესები აქვთ. ასევე, შესაძლოა, სკოლაშიც მარტივად მობეზრდეთ ყოფნა, რადგანაც პროგრამა მათთვის ზედმეტად მარტივი აღმოჩნდეს. განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვებს უფროსებთან ურთიერთობა, მათი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ძალიან უყვართ და ბევრად მარტივად გამოსდით კომუნიკაცია, ვიდრე თანატოლებთან. იხილეთ სრულად

myquiz