"ქალმა დედას სასიკვდილო ჭრილობა დანით მიაყენა" - კახეთში მომხდარი საზარელი დანაშაულის დეტალები: რას ამბობენ ადგილობრივები და შსს? | Allnews.Ge

"ქალმა დედას სასიკვდილო ჭრილობა დანით მიაყენა" - კახეთში მომხდარი საზარელი დანაშაულის დეტალები: რას ამბობენ ადგილობრივები და შსს?

სა­გა­რე­ჯო­ში შვილ­მა დედა მოკ­ლა. შემ­თხვე­ვა ცოტა ხნის წინ სო­ფელ გი­ორ­გიწ­მინ­და­ში მოხ­და.ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, შვილს ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს, რის გა­მოც, დე­დას­თან ხში­რად კონ­ფლიქ­ტი ჰქონ­და.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ, ქალ­მა დე­დას ცივი ია­რა­ღით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, სა­ზა­რელ და­ნა­შა­ულს წინ ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბა უძღო­და. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, იმ ოჯა­ხი­დან, სა­დაც ტრა­გე­დია მოხ­და, კონ­ფლიქ­ტი ხში­რად ხდე­ბო­და.

"სულ ჩხუ­ბობ­დნენ, მაგ­რამ დედა რო­გორ უნდა მოკ­ლა? გო­გოს ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. ლა­პა­რა­კი მის­გან არ გაგ­ვი­გია. და­ნით მი­უ­ყე­ნე­ბია ჭრი­ლო­ბა, მა­შინ­ვე და­ცე­მუ­ლა და და­ღუ­პუ­ლა. ყვი­რი­ლის ხმა გა­ვი­გე და ვუყ­ვი­რო­დი ამ ქალს, ვინც მოკ­ლეს, რა ხდე­ბა­თქო... ჯერ არ ვი­ცო­დი რა უბე­დუ­რე­ბა იყო მომ­ხდა­რი. არ გა­მა­გო­ნეს ხმა და როცა მი­ვე­დი ეს ამ­ბა­ვი დამ­ხვდა" - ამ­ბო­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

რას ამ­ბობს მომ­ხდარ­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო?

უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, 1977 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ.ი. და­ა­კა­ვეს.

სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, და­ნა­შა­უ­ლი 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ქალ­მა სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე დე­დას - 1946 წელს და­ბა­დე­ბულ ე.ქ.-ს ცივი ია­რა­ღით სა­სიკ­ვდი­ლო და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.

პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - დანა ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ი­ღო.

ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს“-ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

myquiz