რა ქონებას ფლობს პარლამენტარი ზაალ დუგლაძე? | Allnews.Ge

რა ქონებას ფლობს პარლამენტარი ზაალ დუგლაძე?

ზაალ დუ­გ­ლა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს X მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რად 2020 წელს, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან“ მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი წე­სით აირ­ჩი­ეს. ის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში ხა­შურ­სა და ქა­რელს წარ­მო­ად­გენს და პო­ლი­ტი­კა­ში ბიზ­ნე­სი­დან მო­ვი­და. ზაალ დუ­გ­ლა­ძე 1971 წლის 14 თე­ბერ­ვალს და­ი­ბა­და და და­ას­რუ­ლა სა­ქარ­თვე­ლოს აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, მეღ­ვი­ნე­ო­ბის სპე­ცი­ა­ლო­ბით.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ბი­ოგ­რა­ფი­ის თა­ნახ­მად, 1995-2004 წლებ­ში ის სს "ვა­ზი­ან­ში" მთა­ვარ ტექ­ნო­ლო­გად მუ­შა­ობ­და; 2005-2012 წლებ­ში შპს "დუ­გ­ლა­ძე­ე­ბის ღვი­ნის კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია; 2013-2020 წლებ­ში კი შპს "დუ­გ­ლა­ძე­ე­ბის ღვი­ნის კომ­პა­ნი­ის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი.

2023 წლის მა­ის­ში "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბამ“ გა­მო­აქ­ვეყ­ნა დო­კუ­მენ­ტი,რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც პარ­ლა­მენ­ტა­რი ზაალ დუ­გ­ლაძე სა­ხელ­მწი­ფო აგ­როკ­რე­დი­ტის პროგ­რა­მის ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რია.

ხა­შუ­რი­სა და ქა­რე­ლის მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტატ­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა ოთხმა კომ­პა­ნი­ამ, სა­ხელ­მწი­ფო აგ­როკ­რე­დი­ტის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში ჯამ­ში 8,562,573 ლარი მი­ი­ღო 2013-2022 წლებ­ში. "კომ­პა­ნი­ებ­ში ზაალ დუ­გ­ლა­ძეს­თან ერ­თად სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სე­ბი გა­აჩ­ნია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ძმას, ალექ­სან­დრე ივა­ნიშ­ვილს", - წე­რია დო­კუ­მენ­ტში.

შე­ღა­ვა­თი­ა­ნი აგ­როკ­რე­დი­ტის პროგ­რა­მის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რია დუ­გ­ლა­ძე­ე­ბის ღვი­ნის კომ­პა­ნია, რო­მელ­მაც პროგ­რა­მით, ყვე­ლა სხვა ფი­ზი­კურ თუ იუ­რი­დი­ულ პირ­ზე უფრო ხში­რად, ჯამ­ში 45-ჯერ ისარ­გებ­ლა და იაფი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სის სა­ხით 4,335,895 ლარი მი­ი­ღო.

დუ­გ­ლა­ძე­ე­ბის ღვი­ნის კომ­პა­ნი­ას ეკუთ­ვნის ასე­ვე შპს ვარ­ცი­ხის კო­ნი­ა­კის ქარ­ხა­ნა, რო­მელ­მაც აგ­როკ­რე­დი­ტის პროგ­რა­მით ჯამ­ში 83,086 ლარი მი­ი­ღო. დუ­გ­ლა­ძე­ე­ბის კომ­პა­ნი­ას რამ­დე­ნი­მე მე­წი­ლე ჰყავს, მათ შო­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ძმა, ალექ­სან­დრე ივა­ნიშ­ვი­ლი.

315169847-5966298820055668-7412683848500043981-n-43726-1687842187.jpg

ზაალ დუ­გ­ლა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა სს კო­ტე­ხი-გურ­ჯა­ა­ნის ღვი­ნის ქარ­ხა­ნამ პროგ­რა­მით 29-ჯერ ისარ­გებ­ლა და 3,899,176 ლარი მი­ი­ღო. კომ­პა­ნი­ის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რეა ზაალ დუ­გ­ლა­ძის ძმა, და­ვით დუ­გ­ლა­ძე, წევ­რე­ბი კი ზაალ დუ­გ­ლა­ძის მე­უღ­ლე - ეკა­ტე­რი­ნე დუ­გ­ლა­ძე და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ძმა - ალექ­სან­დრე ივა­ნიშ­ვი­ლი არი­ან.

ძმე­ბი დუ­გ­ლა­ძე­ე­ბი და ალექ­სან­დრე ივა­ნიშ­ვი­ლი, პარ­ტია "ქარ­თულ ოც­ნე­ბის“ მსხვი­ლი შე­მომ­წირ­ვე­ლე­ბი არი­ან. ზაალ დუ­გ­ლა­ძემ პარ­ტი­ას ჯამ­ში 115,000 ლარი შეს­წი­რა, და­ვით დუ­გ­ლა­ძემ - 162,000 ლარი, ხოლო ალექ­სან­დრე ივა­ნიშ­ვილ­მა - 260,768 ლარი.

მას შემ­დეგ, რაც ზაალ დუ­გ­ლა­ძე პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი გახ­და, კომ­პა­ნი­ებ­ში სა­კუ­თა­რი წილი მარ­თვის უფ­ლე­ბით მის ძმას, და­ვით დუ­გ­ლა­ძეს გა­დას­ცა.

ოჯა­ხი

დე­პუ­ტატ­მა დუ­გ­ლა­ძემ ბო­ლოს ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია 2023 წლის მარ­ტში შე­ავ­სო. ოჯა­ხის წევ­რე­ბი­დან დო­კუ­მენ­ტში შეყ­ვა­ნი­ლი ჰყავს მე­უღ­ლე, ეკა­ტე­რი­ნე დუ­გ­ლა­ძე და 2004 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი შვი­ლი ელი­სა­ბედ დუ­გ­ლა­ძე. უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი მა­რი­ამ დუ­გ­ლა­ძე გა­სუ­ლი წლის სექ­ტემ­ბერ­ში და­ო­ჯახ­და. გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი კა­ხეთ­ში გა­და­ი­ხა­დეს. იხილეთ სრულად

myquiz