"არც მე მესიამოვნა დღეს მისი დანახვა რუსეთში. არც ერთი ქართველი არ მინდა რუსეთში იყოს, მაგრამ..." - რას წერს ნინი შერმადინი ნუცა ბუზალაძის შესახებ | Allnews.Ge

"არც მე მესიამოვნა დღეს მისი დანახვა რუსეთში. არც ერთი ქართველი არ მინდა რუსეთში იყოს, მაგრამ..." - რას წერს ნინი შერმადინი ნუცა ბუზალაძის შესახებ

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რომ მოს­კოვ­ში ქარ­თველ­მა მომ­ღერ­ლებ­მა, ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში იმ­ღე­რეს. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი. სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­თან ერ­თად, "სამ­შობ­ლო" შე­ას­რუ­ლა ნუცა ბუ­ზა­ლა­ძემ, დათო ხუ­ჯა­ძემ, ხვი­ჩა მაღ­ლა­კე­ლი­ძემ და მიშო სუ­ლუ­ხი­ამ.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ქარ­თვე­ლე­ბის მოს­კო­ვურ წვე­უ­ლე­ბა­ზე სიმ­ღე­რამ კრი­ტი­კა და­იმ­სა­ხუ­რა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი კი ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე იყო, რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ, ამე­რი­კულ აი­დოლ­ში გა­მო­დი­ო­და და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გულ­შე­მატ­კივ­რო­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, კრი­ტი­კას ნუ­ცამ პოს­ტით უპა­სუ­ხა და ბო­დი­ში მო­ი­ხა­და. ნუ­ცას თქმით, ის მოს­კოვ­ში უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე იყო.

ამ თე­მა­ზე ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს მომ­ღე­რა­ლი ნინი შერ­მა­დი­ნი:

"დე­და­ჩემ­მა, რაც სცე­ნა­ზე დავ­დე­ქი, ერთი ან­და­ზის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ გამ­ზარ­და, როცა რამე კონ­კურ­სზე გა­ვი­დო­დი, ან გრან პრის ავი­ღებ­დი, ან ვინ­მე შე­მა­ქებ­და, ან რამე წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წევ­დი, იმ წამ­სვე მო­მა­წევ­და ბე­ჭებ­ში. რაც უფრო მაღ­ლა ავ­დი­ო­დი, მთე­ლი ძა­ლით მე­ქა­ჩე­ბო­და ძირს. თუმ­ცა მეც ძა­ლი­ან ბევ­რი შეც­დო­მა მომ­სვლია და მის­წავ­ლია ჩემს შეც­დო­მა­ზე, სხვა­თა­შო­რის უმეც­რე­ბით და წინ­და­უ­ხე­და­ო­ბით მომ­დი­ო­და.

შეც­დო­მა უნდა და­ვუშ­ვათ, უნდა გაგ­ვლან­ძღოთ, რომ ადა­მი­ა­ნე­ბად ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დეთ, სი­ნა­ნუ­ლი და და­ფიქ­რე­ბა ვის­წავ­ლოთ. რაც უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი გვიც­ნობს, უფრო მეტი ტა­ლა­ხი გვხვდე­ბა. უფრო მე­ტად არ გვპა­ტი­ო­ბენ შეც­დო­მას.

ჩი­ნუ­რი ან­და­ზაა, იცო­დეთ თქვენც მა­ინც, მინ­და გა­გი­ზი­ა­როთ. რაც უფრო მაღ­ლა ადის მა­ი­მუ­ნი ბამ­ბუ­კის ხეზე, მით უფრო კარ­გად ჩანს მისი წი­თე­ლი უკა­ნა­ლი. იმე­დია. თქვენც მო­გე­წო­ნათ.

ელე­ნე ბახ­ტა­ძე, რა ბედ­ნი­ე­რე­ბაა შენ რომ გამ­ზარ­დე. ხო კი­დევ ერთი არა­ბუ­ლი იგა­ვიც იცო­და, მა­გას მერე მო­გიყ­ვე­ბით.

რაც შე­ე­ხე­ბა, ჩემს მე­გო­ბარ ნუ­ცას, მა­შინ რო­დე­საც ჟი­უ­რის 100 წევ­რი ფეხ­ზე და­ა­ყე­ნა, რუ­სე­თი მა­ში­ნაც ოკუ­პან­ტი იყო, მა­ში­ნაც ნა­წა­მე­ბი ჰყავ­და ქარ­თვე­ლი ბი­ჭე­ბი, მა­ში­ნაც მტე­რი იყო, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც სი­ა­მა­ყით ვა­ზი­ა­რებ­დით მის გა­მოს­ვლას.

ჩემი ლე­ვა­ნო კბი­ლაშ­ვი­ლი, ღმერ­თმა აცხო­ნოს მისი სული! თა­ვი­სი ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რით რომ ატი­რებ­და რუ­სებს და ათაყ­ვა­ნებ­და სა­ქარ­თვე­ლოს, ისიც ვატ­რი­ა­ლოთ საფ­ლავ­ში? მო­ღა­ლა­ტე იყო?! თუ გა­უ­მარ­ჯოს სა­ქარ­თვე­ლოს აძა­ხე­ბი­ნებ­და რუ­სებს.

არც მე მე­სი­ა­მოვ­ნა დღეს მისი და­ნახ­ვა რუ­სეთ­ში, გულ­წრფე­ლად, არც ერთი ქარ­თვე­ლი არ მინ­და რუ­სეთ­ში იყოს, მაგ­რამ ამ­ხე­ლა ზი­ზღი ნამ­დვი­ლად არა­ფერ­ში წე­რია. დღეს დავ­წე­რე პოს­ტი და წავ­შა­ლე, მარ­ტო იმი­ტომ, რომ ჩემ­ზე არ გად­მო­მე­ტა­ნა ყუ­რა­დღე­ბა და თავი არ გა­მე­პი­არ­ბი­ნა ნუ­ცას ხარ­ჯზე.

მარ­თლა რე­ა­ლუ­რად მო­ღა­ლა­ტე ადა­მი­ა­ნებ­ზე ვი­დარ­დოთ. რაც შე­ე­ხე­ბა ამ ამ­ბავს, რაც ნუ­ცას დღეს შე­ემ­თხვა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, კარ­გი გაკ­ვე­თი­ლია მის­თვის და კი­დევ უფრო მე­ტად შე­ეც­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ღირ­სე­უ­ლად წარ­მო­ჩე­ნას მო­მა­ვალ­შიც. მეტი პო­ზი­ტი­ვი,სიყ­ვა­რუ­ლი და მი­ტე­ვე­ბა ჯო­ბია, ამ ისე­დაც ძა­ლი­ან მოკ­ლე წუ­თი­სო­ფელ­ში.მიყ­ვარ­ხართ", - წელს ნინი შერ­მა­დი­ნი.

myquiz