როდიდან გამოიდარებს საქართველოში და როგორია ივლისი-აგვისტოს ზოგადი პროგნოზი | Allnews.Ge

როდიდან გამოიდარებს საქართველოში და როგორია ივლისი-აგვისტოს ზოგადი პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა, სინოპტიკოსმა თამარ პაპაშვილმა "იმედის დილის" ეთერში გახშირებული წვიმების შესახებ ისაუბრა და სამომავლო პროგნოზიც დაასახელა.

"24, 25, 26 ივნისს საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს და გამოიდარებს. 27 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთ საქართველოში კი ცოტა უფრო მოგვიანებით, ამინდი კვლავ გაფუჭდება. ივლისში, ისევე, როგორც მაისსა და ივნისში, ნალექების რაოდენობას ნორმაზე მეტს ველოდებით. მაგრამ, ამავდროულად, ტემპერატურა ნორმაზე უფრო მაღალი იქნება. პროგნოზის მიხედვით, აგვისტოს თვეც საკმაოდ ნალექიანი გამოვიდა", - აცხადებს სპეციალისტი.

მან გახშირებული წვიმები კლიმატური პირობების შეცვლას დაუკავშირა და აღნიშნა, რომ საშიში და საგანგაშო, ამ კუთხით, არაფერი ხდება.

myquiz