რა ქონებას ფლობს ეროვნული ბანკის ახალი ვიცე-პრეზიდენტი ნათია თურნავა? | Allnews.Ge

რა ქონებას ფლობს ეროვნული ბანკის ახალი ვიცე-პრეზიდენტი ნათია თურნავა?

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომაზე ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ნათია თურნავა აირჩიეს.

თურნავამ პოსტი მას შემდეგ დაიკავა, რაც ,,ქართულმა ოცნებამ" ცვლილებები, რომლითაც პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ჩნდებოდა, დაჩქარებული წესით თებერვალში მიიღო. თებერვლის ბოლოს, პრეზიდენტმა კანონს ვეტო დაადო. თუმცა მმართველმა ძალამ ვეტო მიმდინარე თვეში დაძლია და სებ-ის საბჭოს 7 წევრიდან 5-ის მხარდაჭერით თურნავა პირველი-ვიცე პრეზიდენტი გახდა.

,,ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ ეკონომიკის ყოფილი მინისტრის და ეროვნული ბანკის მმართველის ქონებრივ მდგომარეობას.

2023 წლის 29 აპრილს შევსებული დეკლარაციის თანახმად, ნათია თურნავა ფლობს 1615 კვ.მ მიწის ნაკვეთს მცხეთაში, რომელიც 2016 წელს აჩუქეს. 2020 წელს, თურნავამ ასევე ჩუქებით მიიღო ბინა ბათუმში. მანამდე, 2003 წელს, საჩუქრად მიიღო 130.7კვ.მ ბინა ჭავჭავაძის გამზირზე, დედაქალაქში.

დეკლარაციის მიხედვით, ნათია თურნავას მეუღლის სახელზეა: 4 მიწის ნაკვეთი თბილისსა და ლაგოდეხში, რაშიც ჯამურად, 225 000 აშშ დოლარი აქვს გადახდილი. გარდა ამისა, ბინა ბათუმში, რომელიც 2017 წელს 69 880 აშშ დოლარად შეიძინა და 63,3 კვ.მ ბინა თბილისში, რომელიც ჩუქებით გადაეცა.

ნათია თურნავას მეუღლეს ეკუთვნის 380 კვ.მ. დაუმთავრებელი მშენებლობაც თბილისში, რაშიც უკვე გადახდილია 239 746 აშშ დოლარი. ასევე, მსუბუქი ავტომობილი Mercedes Benz ML class 2011, რომელიც 2011 წელს 43 000 აშშ დოლარად შეიძინა. თავად ნათია თურნავაზე კი, რეგისტრირებული ავტომობილი არ არის. იხილეთ სრულად

myquiz