"პური შეგიძლიათ ღამეც მიირთვათ" - ლაშა უჩავა განმარტავს, დასაშვებია, თუ არა ღამის საათებში პურის მიღება | Allnews.Ge

"პური შეგიძლიათ ღამეც მიირთვათ" - ლაშა უჩავა განმარტავს, დასაშვებია, თუ არა ღამის საათებში პურის მიღება

ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ლაშა უჩავა "შუადღის" ეთერში საუბრობს, უნდა მივირთვათ, თუ არა პური ღამის საათებში და რომელს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა:

- გააჩნია, პური რა სახეობისაა. თუ ის მსხვილი მარცვლისგანაა დამზადებული და არ არის ე.წ. პირველი ხარისხის ფქვილისაგან მომზადებული, რომელიც უამრავ გადამუშავებას გადის, შეგვიძლია. ნებისმიერი მსხვილმარცვლოვანი წარმოების პური შეგვიძლია, ღამეც მივირთვათ. სწორი კვება აკრძალვას არასდროს მოიცავს და ზომიერებას ითვალისწინებს. თუ პურს ზომიერების ფარგლებში გამოვიყენებთ, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ის დასაშვებია. ხშირად მსმენია პაციენტებისაგან: "პური საერთოდ უნდა ამოვიღო რაციონიდანო".

ასე არ არის - პურის საკვები რაციონიდან ამოღება არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად დაბალკალორიულ კვებას ვიღებთ. შესაძლოა, დღის განმავლობაში, პურის ნაცვლად, ისეთი პროდუქტი მივირთვათ, რომელიც საერთოდ არ ითვლიდეს კალორიას. ამიტომაც, თუ ყველა პროდუქტს ზომიერად გამოვიყენებთ, შეგვიძლია, თითოეული მათგანისაგან ბედნიერება მივიღოთ. თუ, დაახლოებით, 12 საათზე ვიძინებთ, მაქსიმუმ, ბოლო კვება 9 საათზე უნდა გვქონდეს. 9 საათზეც კვება ძალიან მსუბუქი უნდა იყოს. უნდა მივირთვათ ან რძის პროდუქტები, ან ბოსტნეული. იხილეთ სრულად

myquiz