რა იწვევს სლოკინს? | Allnews.Ge

რა იწვევს სლოკინს?

სლოკინი არის ყველასთვის კარგად ცნობილი უსიამოვნო ფიზიოლოგიური რეაქცია,რომელიც დაკავშირებულია ნეკნთაშუა კუნთების და დიაფრაგმის უნებლიე შეკუმშვასთან.

რა არის სლოკინის მიზეზი?

სლოკინი თავისებურად არის რეფლექსი, ანუ ნერვული სისტემის სტერეოტიპული რეაქცია გარკვეულ სტიმულზე. ამ რეაქციის დასაწყებად უნდა ჩაირთოს ეგრეთ წოდებული რეფლექსური რკალი – ნერვული კავშირების ჯაჭვი, რომელიც სტიმულიდან მიღებულ სიგნალებს ფიზიოლოგიურ რეაქციაში გარდაქმნის.

ტვინი, რომელმაც მიიღო ასეთი სიგნალი, გადაამისამართებს მას დიაფრაგმისა და ნეკნთაშუა კუნთებისკენ, იწვევს მათში სპაზმებს, რომლებიც ჰაერს გამოდევნიან ფილტვებიდან.

სლოკინის შემთხვევაში, გამაღიზიანებელი, რომელიც აგზავნის სიგნალებს თავის ტვინში, ძალიან ხშირად კუჭია, რომელიც ზედმეტი ჭამის გამო იჭიმება. გარდა ამისა, სლოკინის მაპროვოცირებელი შეიძლება იყოს:

ძლიერი სიცილი,საკვების ძალიან სწრაფი გადაყლაპვა,ცხარე საკვები,გაზიანი სასმელები,მოწევა,ჭარბი ალკოჰოლი,ძილის ნაკლებობა,ნერვული გადაჭარბებული აგზნება,სტრესი,ჰიპოთერმია, განსაკუთრებით ჩვილებში. იხილეთ სრულად

myquiz