"ზაფხულის ამინდები ჯერ არ დაიწყება" - როდემდე შენარჩუნდება წვიმიანი ამინდები საქართველოში? | Allnews.Ge

"ზაფხულის ამინდები ჯერ არ დაიწყება" - როდემდე შენარჩუნდება წვიმიანი ამინდები საქართველოში?

"მო­სა­ლოდ­ნელ­მა ძლი­ერ­მა წვი­მებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პა­ტა­რა მდი­ნა­რე­ებ­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია წყალ­მო­ვარ­დნე­ბი, ხოლო ქვეყ­ნის მთი­ან ზო­ნებ­ში მე­წყრულ-ღვარ­ცო­ფუ­ლი პრო­ცე­სე­ბის ჩა­სახ­ვა - გა­აქ­ტი­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს” - რამ­დე­ნი­მე დღის წინ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებ­და.

ვი­ნა­ი­დან გახ­ში­რე­ბულ­მა წვი­მებ­მა და ტემ­პე­რა­ტუ­რის და­ცე­მამ ბევ­რი შე­ა­წუ­ხა, მო­სა­ლოდ­ნე­ლი პროგ­ნო­ზის გა­სა­გე­ბად გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნელს სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რა­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დით"

- ქალ­ბა­ტო­ნო სვეტ­ლა­ნა, რო­დი­დან და­ი­წყე­ბა ზა­ფხუ­ლის ამინ­დე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- ზა­ფხუ­ლის ამინ­დე­ბი ჯერ არ და­ი­წყე­ბა... 23 ივ­ნი­სამ­დე მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არამ­დგრა­დი ამინ­დე­ბი შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა, თუმ­ცა ნა­ლე­ქის ინ­ტენ­სი­ვო­ბა იკ­ლებს. 24 ივ­ნი­სი­დან ნელ-ნელა გა­მო­ი­და­რებს, 25 და 26 ივ­ნისს ჩვენ უმე­ტე­სად უნა­ლე­ქო ამინდს ვე­ლო­დე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში. აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში კვლავ მცი­რე ნა­ლე­ქის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

27 ივ­ნი­სამ­დე კარ­გი ამინ­დი გვექ­ნე­ბა, 27 ივ­ნი­სის დღის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან 28-29 ივ­ნისს კვლავ ვე­ლო­დე­ბით ამინ­დის პი­რო­ბე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბას, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს უმე­ტეს რა­ი­ონ­ში, ხოლო აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გი­ერთ რა­ი­ონ­შიც.

ივ­ნი­სი, ისე­ვე რო­გორც მა­ი­სი აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ნა­ლე­ქე­ბის და სე­ტყვი­ა­ნო­ბის მაქ­სი­მუ­მით ხა­სი­ათ­დე­ბა. ანუ ის რაც ახლა ხდე­ბა, არა­ფე­რი უჩ­ვე­უ­ლო არ არის. კი ბა­ტო­ნო გვქო­ნია ნაკ­ლე­ბად ნა­ლე­ქი­ა­ნი ივ­ნი­სი, უფრო მე­ტად ნა­ლე­ქი­ა­ნიც, მაგ­რამ ახლა ისე მოხ­და, რომ ნა­ლე­ქე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ნორ­მა­ზე მეტი გვაქვს. იხილეთ სრულად

myquiz