"კატეგორიულად მიუღებელია... მოვუწოდებ სამართალდამცავებს მოახდინონ მყისიერი რეაგირება" - ომბუდსმენი ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმაზე | Allnews.Ge

"კატეგორიულად მიუღებელია... მოვუწოდებ სამართალდამცავებს მოახდინონ მყისიერი რეაგირება" - ომბუდსმენი ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმაზე

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნი ფი­ლო­ლოგ ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­ზე თავ­დას­ხმის ფაქტს ეხ­მა­უ­რე­ბა. ის სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს ეფექ­ტუ­რი რე­ა­გი­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

"ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­ზე თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ, რაც ჩემ­თვის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია. დე­მოკ­რა­ტია გუ­ლის­ხმობს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ერ­თობ­ლივ მშვი­დო­ბი­ან თა­ნა­ცხოვ­რე­ბას, ვი­საც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რე­ბი გა­აჩ­ნი­ათ. აგ­რე­სი­ას, რო­მე­ლიც დღეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არ­სე­ბობს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს შო­რის, თუ ცხოვ­რე­ბა­ში გად­მო­ვი­ტანთ აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვი­ღებთ სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბას, რაც ჩვენ­მა სამ­შობ­ლომ ერთხელ უკვე იწ­ვნია და რომ­ლის შე­დე­გებ­საც დღე­საც მწა­რედ ვიმ­კით. მო­ვუ­წო­დებ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს მო­ახ­დი­ნონ მყი­სი­ე­რი და ეფექ­ტი­ა­ნი რე­ა­გი­რე­ბა და გა­ა­ტა­რონ კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბა შე­საძ­ლო ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე" - წერს იო­სე­ლი­ა­ნი "ფე­ის­ბუქ­ში".

ცნო­ბის­თვის, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილს თავს და­ესხნენ. რო­გორც ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, შემ­თხვე­ვა მა­შინ მოხ­და, რო­დე­საც ის ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან ქუ­ჩა­ში გა­ვი­და. მი­სი­ვე თქმით, თავს ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი და­ეს­ხა, რო­მელ­მაც მი­მარ­თა სი­ტყვით „მო­ღა­ლა­ტე“ და კვერ­ცხი ეს­რო­ლა.

myquiz