ექვსი მავნე ჩვევა, რომელიც იმუნურ სისტემას ანადგურებს | Allnews.Ge

ექვსი მავნე ჩვევა, რომელიც იმუნურ სისტემას ანადგურებს

ერთ-ერთი მთავარი ჩვევა ძილის ქრონიკული ნაკლებობაა.

ძილი არის გასაღები იმუნური სისტემის ოპტიმალური ფუნქციონირებისთვის, ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ღამით მინიმუმ 7-8 საათის განმავლობაში დასვენება.

ასევე, ძლიერი სტრესი პირდაპირ გავლენას ახდენს დაავადებებისა და ინფექციების მიმართ ორგანიზმის წინააღმდეგობის გაწევის უნარზე. ნერვული დაძაბულობა ზრდის კორტიზოლის დონეს სისხლში, რამაც გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება გამოიწვიოს ანთების განვითარების პროვოცირება და იმუნური სისტემის დაქვეითება.

მოწევას და ალკოჰოლზე დამოკიდებულებას იმუნური სისტემის „მკვლელებს“ უწოდებენ. ორივე ცუდი ჩვევა ორგანიზმს უფრო მგრძნობიარეს ხდის პათოგენების მიმართ და ზრდის კიბოს შანსს.

გარდა ამისა, მოწევამ შეიძლება გამოიწვიოს რევმატოიდული ართრიტის განვითარება, ხოლო ალკოჰოლური სასმელები უარყოფითად მოქმედებს ნაწლავის მიკრობიომზე (პირდაპირ დაკავშირებული იმუნიტეტთან). იხილეთ სრულად

myquiz