"გამორიცხული არ არის შავი ზღვის სანაპიროები დაიკეტოს" - რას ამბობს სპეციალისტი შავ ზღვაში არსებულ ვითარებაზე? | Allnews.Ge

"გამორიცხული არ არის შავი ზღვის სანაპიროები დაიკეტოს" - რას ამბობს სპეციალისტი შავ ზღვაში არსებულ ვითარებაზე?

ბოლო ხანს არც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ წყდე­ბა მით­ქმა-მოთ­ქმა, რამ­დე­ნად უსაფრ­თხოა წელს შავი ზღვა და­სას­ვე­ნებ­ლად. შფო­თი უკავ­შირ­დე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომის შე­დე­გად ზღვის მას­შტა­ბუ­რი და­ბინ­ძუ­რე­ბის საფრ­თხეს. კა­ხოვ­კის ჰე­სის დან­გრე­ვი­სა და წყალ­დი­დო­ბის შემ­დეგ უფრო აქ­ტი­უ­რად და­ი­წყო იმ საფრ­თხე­ებ­ზე ლა­პა­რა­კი, რაც შავ ზღვას შე­იძ­ლე­ბა შე­ექ­მნას. ეკო­ლო­გე­ბი ში­შო­ბენ, რომ მომ­ხდა­რი კა­ტას­ტრო­ფის შე­დე­გად, როცა შავ ზღვა­ში ერ­თბა­შად მდი­ნა­რის, მტკნა­რი წყლის ასე­თი დიდი ნა­კა­დი ჩა­იღ­ვრე­ბა, ზღვის ეკო­სის­ტე­მას რე­ა­ლუ­რი საფრ­თხე და­ე­მუქ­რე­ბა. შე­საძ­ლოა, გა­ნად­გურ­დეს მა­რი­ლი­ა­ნი წყლის თევ­ზე­ბის, თუ წყალმცე­ნა­რე­ე­ბის არა­ერ­თი სა­ხე­ო­ბა.

მა­თი­ვე თქმით, შავი ზღვა თა­ვის აკ­ვა­ტო­რი­ა­ში გა­ზა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მტკნა­რი წყლით რამ­დე­ნი­მე ათე­ულ კი­ლო­მეტრზე, რაც გა­მო­იწ­ვევს მისი ბი­ნად­რე­ბის ძა­ლი­ან დიდი რა­ო­დე­ნო­ბით და­ღუპ­ვას ათე­უ­ლო­ბით კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბი­თაც იმ ად­გი­ლი­დან, სა­დაც დნეპ­რი ეშ­ვე­ბა შავ ზღვა­ში.

ოკე­ა­ნო­ლო­გი, ეროვ­ნუ­ლი აკა­დე­მი­ის აკა­დე­მი­კო­სი, ნა­პირ­დაც­ვის პრობ­ლე­მე­ბის შემ­სწავ­ლე­ლი მეც­ნი­ე­რი ნო­დარ წივ­წი­ვა­ძე ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში არ გა­მო­რი­ცხავს, რომ შავ ზღვა­ში მოხ­ვდე­ბა დიდი ოდე­ნო­ბით ტოქ­სი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, საწ­ვა­ვი, ზე­თე­ბი და ცხო­ველ­თა ლე­შის ბაქ­ტე­რი­ე­ბი, რაც შავი ზღვის სა­ნა­პი­რო ზოლს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ა­ბინ­ძუ­რებს, გა­მო­იწ­ვევს ინ­ფექ­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბას, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­შიც.

"ჩვე­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მო­ნი­ტო­რინგს აწარ­მო­ე­ბენ და ჯერ­ჯე­რო­ბით რთუ­ლი სათ­ქმე­ლია, რა სი­ტუ­ა­ცია შე­იქ­ნე­ბა. დაბინ­ძუ­რე­ბა რომ წა­მო­ვა სა­ა­თის ის­რის მი­მარ­თუ­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და ჩვენს მხა­რეს გა­მო­ივ­ლის, ეს ფაქ­ტია. რა დო­ნის იქ­ნე­ბა და­ბინ­ძუ­რე­ბა, ჯერ­ჯე­რო­ბით ვე­რა­ვინ ვე­რა­ვი­თარ პროგ­ნოზს ვერ გა­ა­კე­თებს. ამის შე­დე­გად, შე­საძ­ლოა, ინ­ფექ­ცი­ე­ბიც გავ­რცელ­დეს. ჩვე­ნე­ბი აწარ­მო­ე­ბენ პერ­მა­ნენ­ტულ მო­ნი­ტო­რინგს და­მა­ბინ­ძუ­რებ­ლებ­ზე - ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გი­უ­რი იქ­ნე­ბა, მე­ქა­ნი­კუ­რი, რა­დი­აქ­ტი­უ­ლი თუ სხვა. ასე რომ, ვფიქ­რობ, ამ პრობ­ლე­მას გა­უმკლავ­დე­ბი­ან და არ იქ­ნე­ბა სა­შიშ­რო­ე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, რო­გო­რი ჰიდ­რო­დი­ნა­მი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია იქ­ნე­ბა - იქ­ნე­ბა ღელ­ვა, გაძ­ლი­ერ­დე­ბა თუ არა ჩვენ­კენ მო­მა­ვა­ლი ნა­კა­დე­ბი, კა­ციშ­ვი­ლი ჯერ­ჯე­რო­ბით ვე­რა­ფერს იტყვის, მაგ­რამ შე­საძ­ლოა ივ­ლი­სის შუა რი­ცხვე­ბის­თვის რა­ღაც ნიშ­ნე­ბი მი­ვი­ღოთ და მა­შინ შე­იძ­ლე­ბა აიკ­რძა­ლოს კი­დეც ზღვა­ში ჩას­ვლა.

ზღვას თვით­გაწ­მენ­დის უნა­რი გა­აჩ­ნია გა­ცი­ლე­ბით სწრა­ფად, ვიდ­რე ეს ხმე­ლეთ­ზე ხდე­ბა, მით უმე­ტეს, რო­დე­საც ჰიდ­რო­დი­ნა­მი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია გარ­თუ­ლე­ბუ­ლია, ანუ ტალ­ღუ­რი მოძ­რა­ო­ბაა და ტალ­ღუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბით ხდე­ბა წყლის გან­ზა­ვე­ბა. იმა­საც გა­აჩ­ნია, რა რა­ო­დე­ნო­ბის ცხო­ვე­ლი თუ ფრინ­ვე­ლია და­ღუ­პუ­ლი, რა კონ­ცენ­ტრა­ცია იქ­ნე­ბა თავ­ში (კა­ტას­ტრო­ფის ად­გი­ლას) და რო­გორ გავ­რცელ­დე­ბა ეს სა­ა­თის ის­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ. ამ ეტაპ­ზე შე­უძ­ლე­ბე­ლია დას­კვნე­ბის გა­კე­თე­ბა.

ყვე­ლა­ფე­რი და­საშ­ვე­ბია და შე­საძ­ლოა, ჩვე­ნამ­დე არც მო­აღ­წი­ოს და­ბინ­ძუ­რე­ბამ, ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია გა­რე­მო პი­რო­ბებ­ზე და პლუს ამას, იმა­ზე, ჩვე­ნე­ბი რამ­დე­ნად ეფექ­ტი­ა­ნად იმუ­შა­ვე­ბენ ამ პი­რო­ბებ­ში, რამ­დე­ნად სწრა­ფად გა­ა­კე­თე­ბენ ანა­ლი­ზებს, ჩა­ა­ტა­რე­ბენ შე­სა­ბა­მის მო­ნი­ტო­რინგს და რამ­დე­ნად სწრა­ფად მი­აწ­ვდი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას ინ­ფორ­მა­ცი­ას.

სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ არ გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, კონ­კრე­ტუ­ლად რამ გა­მო­იწ­ვია და­ბინ­ძუ­რე­ბა, არაა კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რა რა­ო­დე­ნო­ბის ზღვის ბი­ნა­და­რი და­ი­ხო­ცა, რა კონ­ცენ­ტრა­ცია გვაქვს თავ­ში - კა­ხოვ­კა­ზე და მერე შე­იძ­ლე­ბა გან­ვსა­ზღვროთ, რა მოხ­დე­ბა დრო­სა და სივ­რცე­ში. შე­საძ­ლოა, ნაღ­მე­ბის გა­მოც არაა და­ბინ­ძუ­რე­ბა, ხდე­ბა ხოლ­მე, დიდ აფეთ­ქე­ბე­ბას თან ახ­ლავს მი­წის ქერ­ქის გარ­კვე­უ­ლი ფე­ნის ძვრე­ბი. შე­საძ­ლოა, სა­დღაც რა­ღაც გა­ირ­ღვა, გას­კდა, წა­მო­ვი­და წყა­ლი და წა­მო­ი­ღო და­ბინ­ძუ­რე­ბა. ჯამ­ში, ავა­რი­ამ შე­საძ­ლოა მის სი­ახ­ლო­ვეს ეკო­კა­ტას­ტრო­ფაც გა­მო­იწ­ვი­ოს, მაგ­რამ ეს რამ­დე­ნად მოვა ჩვე­ნამ­დე, არა­ვინ იცის.

გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, იმ­დე­ნად და­ბინ­ძურ­დეს წყა­ლი, შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ე­ბი და­ი­კე­ტოს და არ მოხ­დეს სა­ზა­ფხუ­ლო რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, ეს ტუ­რის­ტულ სე­ზონ­საც ურტყამს, თა­ვის­თა­ვად. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო მო­მენ­ტია, მაგ­რამ რას ვი­ზამთ... თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი ჯერ მხო­ლოდ ვა­რა­უ­დია.

ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია ჩვე­ნი ეკო­ლო­გი­უ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფის ოპე­რა­ტი­ულ მუ­შა­ო­ბა­ზე, რამ­დე­ნად სწრა­ფად მო­ახ­დე­ნენ რე­ა­გი­რე­ბას და შე­ა­ტყო­ბი­ნე­ბენ დამ­სვე­ნებ­ლებ­საც და ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბა­საც. ვე­რა­ფერს ვე­რაფ­რით ვერ გან­ვა­ზა­ვებთ, ზღვა თვი­თონ წმინ­დავს, არაა პრობ­ლე­მა, გა­აჩ­ნია, რო­გო­რია და­მა­ბინ­ძუ­რე­ბე­ლი, აქ ცოტა სხვა­დას­ხვა გრა­და­ცი­ე­ბია და ამი­ტომ ძა­ლი­ან რთუ­ლია იმის გან­სა­ზღვრა, რამ­დენ ხან­ში მოხ­დე­ბა გაწ­მენ­და".

myquiz