გიორგისა და ალბას ესპანური ცხოვრება - როგორ შედგა ცნობილი ვლოგერი წყვილის ტანდემი
უკვე რამდენიმე წელია სოციალურ ქსელში საკმაოდ პოპულარულია "გიორგი ქართველის ბლოგი". გიორგი უკვე წლებია ესპანეთში ცხოვრობს და გამომწერებს ესპანელ მეუღლესთან, ალბასთან ერთად გადაღებულ სახალისო ვიდეოებს უზიარებს. მათი წყვილი სოციალური ქსელის მომხმარებელს ძალიან უყვარს, განსაკუთრებით დიდ მოწონებას კი ალბა იმსახურებს.
"რუსთავში დავიბადე და გავიზარდე. 2000 წელს დედაჩემი ესპანეთში სამუშაოდ წავიდა, მე კი კახეთში ბებიასთან ვიზრდებოდი. 2002 წელს მეც დედასთან წავედი. მაშინ 12 წლის ვიყავი, ამიტომ უკვე წლებია ესპანეთში ვცხოვრობ“ - ამბობს გიორგი Ambebi.ge-სთან საუბრისას.
"იქიდან გადმომდინარე, რომ ბავშვობიდან ესპანეთში ვარ, საქართველო აქ ყოფნის დროს უფრო შემიყვარდა. უცხოეთში ცხოვრებას ორი გზა აქვს, ზოგს სამშობლოს ავიწყებს, ზოგს კი ის უფრო უყვარდება. აქ რომ წამოვედი, მაშინ დავიწყე ქართული ლიტერატურის, პოეზიის კითხვა, ქართული ფილმების ყურება და ყველაფერი ქართულის აღქმა ჩემთვის ესპანეთში ცხოვრების დროს მოხდა.“
საქართველოში რამდენად ხშირად ჩამოდიხარ?
- ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში ხშირად ჩამოვდივარ, მაგრამ წელიწადში რამდენჯერმე ჩამოსვლას მაინც ვახერხებ. მინდა, რომ სამომავლოდ უფრო დიდი დროით დარჩენა მოვახერხო.
- შენი მეუღლე, ალბა ქართველმა მაყურებელმა ძალიან შეიყვარა. მოგვიყევი, როგორ გაიცანი... ხომ არ შეგქმნიათ ურთიერთობაში პრობლემა იმის გამო, რომ სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლები ხართ?
- ჩემი მეუღლე სასწავლებელში ყოფნის დროს გავიცანი. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ეროვნების და კულტურის წარმომადგენლები ვართ, ამას პრობლემა არასდროს შეუქმნია. ალბათ ეს იმითაც არის განპირობებული, რომ ქართული და ესპანური კულტურა ერთმანეთს ჰგავს. ურთიერთობის დროს ხშირად ეროვნება იკარგება - შეძლება ბევრ ქართველს ვერ გაეგო ჩემთვის ისე, როგორც ალბას და ბევრ ესპანელს ვერ გაეგო მისთვის ისე, როგორც მე ვუგებ მას. იხილეთ სრულად