რა ქონებას ფლობს "ქართული ოცნების" მილიონერი დეპუტატის, ან­ტონ ობო­ლაშ­ვი­ლის ოჯახი? | Allnews.Ge

რა ქონებას ფლობს "ქართული ოცნების" მილიონერი დეპუტატის, ან­ტონ ობო­ლაშ­ვი­ლის ოჯახი?

მი­ლი­ო­ნე­რი ქარ­თვე­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბის სიას თუ გა­დავ­ხე­დავთ, მათ შო­რი­საა ან­ტონ ობო­ლაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში არა­ერ­თხელ მო­ექ­ცა. პო­ლი­ტი­კა­ში ბიზ­ნე­სი­დან მო­ვი­და და ბოლო მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში მოხ­ვდა, რო­გორც ახალ­ცი­ხის, ადი­გე­ნის, ბორ­ჯო­მი­სა და ას­პინ­ძის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან" .

ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ცნო­ბე­ბი

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მა­ჟო­რი­ტა­რის ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ და­ი­ბა­და 1974 წლის 1-ლ მარტს. სკო­ლა და უნი­ვერ­სი­ტე­ტი ახალ­ცი­ხე­ში და­ამ­თავ­რა.

2004 წელს და­ა­ფუძნა შპს "გლო­ბალ­ფარ­მა“ (ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნია) რომ­ლის 100%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რი გახ­ლდათ 2016 წლი­დან 2020 წლამ­დე. იქამ­დე, ვიდ­რე დე­პუ­ტა­ტის სა­ვარ­ძელ­ში მოხ­ვდე­ბო­და. ან­ტონ ობო­ლაშ­ვი­ლი ფლობს ინ­გლი­სურ, ფრან­გულ და რუ­სულ ენებს. ჰყავს მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი.

117405260-121936369610707-4504812106009090119-n-48311-1687159801.jpg

სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლე­ბი

ობო­ლაშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხი მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ერთ-ერთი მსხვი­ლი შე­მომ­წირ­ვე­ლია. 2020 წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის, პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­ნან­სე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტის ვებგ­ვერ­დზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ან­ტონ ობო­ლაშ­ვი­ლის შვილ­მა, მე­უღ­ლემ და ცო­ლის­დამ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ თან­ხა 27 აგ­ვის­ტოს შეს­წი­რეს. ქე­თე­ვან ობო­ლაშ­ვილ­მა - 6 000 ლარი, ლია ობო­ლაშ­ვილ­მა - 60 000 ლარი, ხოლო თა­მარ მე­რა­ბიშ­ვილ­მა - 10 000.

2021 წლის თე­ბერ­ვალ­ში გავ­რცელ­და კად­რე­ბი, რო­მელ­შიც ჩან­და ან­ტონ ობო­ლაშ­ვი­ლის სახ­ლში ე.წ. კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის დროს, მმარ­თვე­ლი გუნ­დის წევ­რე­ბი და მათი მე­გობ­რე­ბი წვე­უ­ლე­ბა­ზე რომ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. ობო­ლაშ­ვილ­მა იმ­ჟა­მად ჟურ­ნა­ლის­ტებს უთხრა, რომ მის და­ბა­დე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავ­დნენ.

გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ში ჩან­და, რომ წვე­უ­ლე­ბა­ზე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე და თბი­ლი­სის მერი კახა კა­ლა­ძეც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. სტუმ­რე­ბი დე­პუ­ტატ ობო­ლაშ­ვი­ლის სახ­ლში სა­ღა­მოს ცხრა სა­ა­თის შემ­დე­გაც მი­დი­ოდ­ნენ. მა­შინ, რო­დე­საც კო­ვიდ­პან­დე­მი­ის გამო, ქუ­ჩა­ში გა­და­ად­გი­ლე­ბა აკ­რძა­ლუ­ლი იყო. იხილეთ სრულად

myquiz