გაფიცული მაღაროელები თბილისში ჩამოსვლას და აქციის პარლამენტთან გაგრძელებას გეგმავენ | Allnews.Ge

გაფიცული მაღაროელები თბილისში ჩამოსვლას და აქციის პარლამენტთან გაგრძელებას გეგმავენ

გაფიცული მაღაროელები ჭიათურიდან დედაქალაქში ჩამოსვლას აანონსებენ. მათი თქმით, მაღაროელთა ნაწილი თბილისში დღეს გამოემგზავრება და აქციას პარლამენტის შენობის წინ გააგრძელებს. ამასთან, ორგანიზატორების განცხადებით, 50-მდე მაღაროელი საკანონმდებლო ორგანოსთან შიმშილობას დაიწყებს. მათი შეფასებით, დამამცირებელია განცხადება, ხელფასის 5% გაზრდასთან დაკავშირებით.

"დამამცირებელია კომპანიის განცხადება, ხელფასის მხოლოდ 5%-ით გაზრდის შესახებ. ამიტომ მივმართავთ პროტესტის რადიკალური ფორმას. ასევე, დღეს გავემგზავრებით დედაქალაქში და იქ გაგრძელდება აქცია”, - განაცხადა აქციის მონაწილე ტარიელ მიქაცაძემ.

ჭიათურაში 14 დღეა მაღაროელები გაფიცული არიან, მათ შორის ათი ადამიანი პირი შიმშილობს. ასევე, პროტესტის ნიშნად ერთმა მაღაროელმა პირი, კიდევ ერთმა კი თვალები ამოიკერა.

მაღაროები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასის გაზრდას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

myquiz